კურსის შესახებ


               გთავაზობთ რუსული ენის სალაპარაკო დონეზე შესწავლის ონლაინ კურსს. 
 კურსი შედგენილია სწავლისთვის ყველაზე ეფექტური 3 მეთოდის შერწყმით, ხარისხისა და სარგებლის გაუმჯობესების მიზნით, საიტს აქვს დამატებული ფუნქცია კონტაქტი პედაგოგთან. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩვენსავე საიტზე (www.populars.ge) მისწეროთ მასწავლებელს რა ვერ გაიგეთ, რა მოგეწონათ, თქვენი მოსაზრებები კურსის შესახებ და ა.შ. ასევე ჩვენსავე საიტზე მიიღებთ პასუხს მისგან. პედაგოგისთვის კითხვებზე პასუხის გასაცემად არსებობს კონკრეტული დღეები. საჭიროების შემთხვევაში ჩაიწერება დამატებითი ვიდეო-გაკვეთილი ან Live-ის ტიპის გაკვეთილი, ჯერჯერობით ამის საჭიროება არ ყოფილა. 
    კურსში შესულია, ასევე, ტესტები, რომლის საშუალებითაც პერიოდულად გადაამოწმებთ თქვენს შეძენილ ცოდნას. თქვენი ტესტების ქულებს ხედავს პედაგოდიც.  

  დაინტერესებული პირებისთვის პირველი თვის 4 გაკვეთილი ღიაა. შეგიძლიათ ნახოთ, იმეცადინოთ ჩვენთან ერთად და გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა ამ კურსის გავლა. ამისათვის დარეგისტრირდით და შემდეგ გადადით მოცემულ ბმულზე: რუსული ენის ფასიანი კურსი

 

 

 ვისთვის არის ეს კურსი განკუთვნილი?


1.    ვისაც უნდა 0-დან დაწყება და სწრაფ ტემპში რუსული ენის შესწავლა. (თუმცა კურსის შესწავლა მაინც თქვენს პირად ტემპზეა დამოკიდებული);
2.    ვინც იცის რუსული, დიდი სიტყვათა მარაგი აქვს, მაგრამ მაინც ვერ საუბრობს ამ უცხო ენაზე;
3.    ვისაც რუსულ ენაში უმაღლეს სასწავლებელში ან სკოლაში სჭირდება მიშველება;
4.    ვისაც ერთულება ან საერთოდ შეუძლებელი ჰგონია რუსული ენის შესწავლა და უნდა, რომ სინჯოს, რა გამოვა ამ საქმიდან; 
5.    მათთვის, ვისაც სამსახურში სჭირდება რუსული ენის ცოდნა;
6.    ვისაც სჭირდება მოგზაურობისთვის თუ ნებისმიერ ადამიანთან რუსულად საუბრისთვის ამ ენის ცოდნა;
7.    მათთვის, ვისაც სჭირდება რუსული ენა, მაგრამ დროის უქონლობისა თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო გაკვეთილებზე სიარულს ვერ ახერხებს;
8.    ვისაც უყვარს მეცადინეობა, საკუთარ თავთან და საკუთარ წარმატებაზე მუშაობა. 

 

ვისთვის არ არის ეს კურსი?


1.    მათთვის ვინც რუსული ენის პედაგოგობას აპირებს და სჭირდება სიღრმისეულად გრამატიკის ცოდნა, ისევე, როგორც არ გამოადგება ეს კურსი მათ, ვისაც სიღრმისეულად და დაზეპირებით სჭირდება რუსული ენის გრამატიკა. 
ჩვენს კურსში არ ხდება დაზეპირება, არამედ ყველაფერს ლოგიკურად ხვდებით და იყენებთ. 

 

 

 როგორ გავიარო აღნიშნული რუსული ენის კურსი?


_ პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შემდეგ ჩარიცხავთ ბანკში პირველი თვის სწავლის საფასურს (დანიშნულებაში მიუთითებთ _ "რუსული ენის 1-1  გადასახადი" ამა და ამ პირისათვის, როგორც რეგისტრაციაში იქნება მითითებული) და 24 საათის განმავლობაში გაგეხსნებათ წვდომა პირველი თვის გაკვეთილებზე. 
  როდესაც პირველი თვის ბოლოს ტესტს ჩააბარებთ, გადაიხდით (თუ გადასახდელი გექნებათ მომდევნო თვისა და) შეგეძლებათ, გადახვიდეთ მომდევნო თვის შესწავლაზე (სადაც ასევე ბანკში მიუთითებთ _ "რუსული ენის 1-2 გადასახადი" ამა და ამ ექაუნთის, ანუ პირის) და 24 საათის განმავლობაში გაგეხსნებათ წვდომა მეორე თვის გაკვეთილებზე. ასევე იქნება მესამე თვესაც. კურსის პირველი ეტაპი სამთვიანია. 

 

 

 ვის დავუკავშირდე პრობლემების ან გაუგებრობის შემთხვევაში?


_ ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს ოპერატორს ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (www.facebook.com/populars.ge) ან დაურეკეთ სამუშაო საათებში ტელეფონის ნომერზე: 555 90 43 58. 

 

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია საიტზე. 
მიყევით მოცემულ ინსტრუქციას. 

 

 

კურსში გამოყენებული ლიტერატურა:


1.    В.Е.Ниорадзе, Л.Н.Патарая Русский язык. Морфология. Схемы, опорные конспекты, упражнения. Тбилиси - 2005.
2.    В.Е.Антонова, М.М.Нахабина, М.В.Сафронова, А.А.Толстых Учебник Русского языка „Дорога в Россию“. Санк-Петербург – 2003 / 2009. 
3.    Остапенко В.И. Обучение русской грамматике иностранцев на начальном этапе. Москва -1978.
4.    გ.გოლეთიანი რუსული ენის თვითმასწავლებელი. თბილისი -1977.
5.    Майя Лордкипанидзе, Ирина Чхеидзе, Тамара Чимакадзе Русский язык (სხვადასხვა საფეხურის სახელმძღვანელოები). 

 


ჩვენი კურსის მოსწავლეების წერილები

facebook-ზე შემოსული შეტყობინება.

ჩვენს საიტზე შემოსული შეტყობინება. 


ცენტრის შესახებ


    ინტერნეტ ჟურნალს populars.ge-ს 2010 წლიდან მოყოლებული აქვს საკუთარი სასწავლო ცენტრი, სადაც ძალიან ბევრმა მოსწავლემ მიიღო სასურველი ცოდნა. ბოლო წლებში შეიცვალა ცენტრის მიმართულება და გადავიდა ონლაინ სწავლების რეჟიმზე, რადგან მიგვაჩნია, რომ თანამედროვე სამყაროში ეს სწორედ ყველაზე საჭირო და გამოსადეგი მიდგომაა. 


სწავლის საფასური 

სწავლის ფასია თვეში 50 ლარი. 
სრული ერთი საფუხის საფასურია 150 ლარი. 

პედაგოგთან მისვლით სწავლა (სახლში იღებს მოსწავლეებს, სანზონაში) - ჯგუფში მეცადინეობა 60 ლარი, ინდივიდუალურად 100 ლარი. კვირაში ორი გაკვეთილი.

 

ამჟამად მიმდინარეობს შემდეგი ფასდაკლება:

ონლაინ კურსი პირველი თვე 25 ლარი, მომდევნო თვეები 50 ლარი. კურსის პირველი ეტაპი შედგება სამი თვისგან, სამი თვის ერთად გადახდის შემთხვევაში 100 ლარი. 


საიტის ინსტრუქცია

როგორ დავრეგისტრირდეთ, გამოვიყენოთ სასწავლო ფუქნციები და აღვადგინოთ პაროლი. 

 

uCoz