Главная » 2016 » მაისი » 30 » 11 ნიშანი, რომელიც დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, თუ როგორია მამაკაცი საწოლში პირველ კოცნამდე
13:13
11 ნიშანი, რომელიც დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, თუ როგორია მამაკაცი საწოლში პირველ კოცნამდე

იმისთვის რომ გაარკვიოთ თუ როგორია თქვენი შეყვარებული სექსის დროს, სრულებითაც არ არის აუცილებელი მასთან ლოგინში დაწოლა. 

1. არ აქვს იუმორის გრძნობა
ეს ერთადერთი ნიშანია, რომელიც "არ მუშაობს" ორივე შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად კი, თუ მამაკაცს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კარგი პარტნიორი იქნება ლოგინში. მაგრამ აი, თუ მას იუმორის გრძნობა არ აქვს _  დანამდვილებით შეგვიძლია თქვათ, რომ საწოლში არაფრის თავი არ ექნება. სექსი მხოლოდ ის არ არის, რაც მელოდრამებში ჩანს, მას ბევრი უხერხული სიტუაცია ახლავს, ხოლო თუ თქვენს რჩეულს იუმორის გრძნობა არ ექნება, პირველივე "ჩავარდნა" წყობიდან გამოიყვანს.  


2. ის არ გეხება

კარგი საყვარელი სექსუალურ თამაშებს გაცილებით ადრე იწყებს, ვიდრე ლოგინისკენ გაეშურებით. მან მშვენივრად იცის, რომ სიამოვნების მოლოდინში _ ინტიმური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იმალება. ცუდ საყვარელს წარმოდგენა არ აქვს, რატომ უნდა შეეხოს ქალბატონს თუ შარვლის გახდა ჯერ კიდევ ადრეა. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ თქვენი შეყვარებულის ხელებს: თუ ის არ ცდილობს მოგეხვიოთ, ხელი ჩაგჭიდოთ, თმა შეგისწოროთ _ მაშინ არაფერი გამოუვა. ის ბურატინოა. 


3. თავისი თავის სიყვარულით არის გართული

აქ ყველაფერი ცხადია: თუ მამაკაცს სარკესთან მშვიდად ჩავლა არ შეუძლია, საქმე ცუდადაა. ის ნარცისია. ნარცისებს კი, პრინციპში არ შეუძლიათ ქალის სიამოვნებაზე ფიქრი, ისინი ყოველთვის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ. 


4. თავის თავგადასავლებს გიყვებათ

"შეხედე ძვირფასო, როგორი კაზანოვა ვარ!" _ ასეთ მამაკაცს უთხარით ეგრევე არა! ნამდვილად კარგ საყვარელს კაგად ესმის, რომ ქალის მთავარი ეროგენული ზონა ტვინია. ქალის შეცდენა იქიდან უნდა დაიწყოს. ცუდ საყვარელს ჰგონია, რომ სასიყვარულო ისტორიების მოყოლა მის  შანსებს გაზრდის. 


5. ყველას ეჩხუბება

არა, საქმე იმ ადამიანზე კი არაა, რომელიც პირადად თქვენ გეჩხუბებათ, ამით ყველაფერი გასაგები იქნებოდა. საქმე იმ მამაკაცს ეხება, რომელიც თქვენს გარდა ყველას ეჩხუბება: ოფიციანტს, ტელეფონზე მოსაუბრეს, სოციალურ ქსელში მეგობრებს და გამვლელებს, რომლებმაც შემთხვევით ფეხი დაადგეს. მთავარია, ახლავე იცოდეთ, რომ ნებისმიერი აგრესიას თქვენი მისამართით მხოლოდ იმიტომ არ უშვებს, რომ არ დაგაფრთხოთ. მაგრამ ლოგინში მისგან სითბოს არ ელოდეთ, საერთოდ არანაირს. აქვე იცოდეთ, რომ აგრესორებს სექსი არ უყვართ. იმას, რასაც ისინი აკეთებენ სექსს ვერ დაარქმევთ, ეს მაქსიმუმ აქტის ნახევარია, დაახლოებით ერთწუთიანი. 


6. ჩქარა ჭამს და ბევრს სვამს

ჭამენ, რომ მუცელი ამოივსონ და სვამენ, რომ დათვრნენ. სექსით, როგორც ხვდები, ისინიც კავდებიან, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ გაათავონ და მორჩა ამით. 


7.სულ წუწუნებს

მოსაწყენი პიროვნება თუ დედიკოს ბიჭი შეგხვდებათ, იცოდეთ, ამ ორი ვარიანტიდან არჩევაც კი არ ღის, ორივე ერთმანეთზე უარესია. 


8. განსჯისას ძალიან კატეგორიულია

"როგორც მე ვიტყვი, ისე იქნება!" დასაწყისისთვის იცოდეთ, რომ კარგი სექსი არ იქნება, იმიტომ, რომ მამაკაცის მიზანი საერთოდ სხვაა: დაგამციროს და მიიღოს ამით სიამოვნება. ის არასოდეს გააკეთებს იმას, რაც შენ მოგწონს და გინდა, ის ხომ კაცია და მთავარი ფიგურაა! ასეთი პარტნიორი სექსუალურ ცხოვრებას თავიდანვე ასე დაიწყებს. 


9. ხარბია

სხვათა შორის საუკეთესო საყვარლები, მათ შორის ქალებიც _ ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყველაზე მეტად საჩუქრების ჩუქება უყვართ. სხვის სიხარულს ისევე გრძნობენ და განიცდიან, როგორც თავისას. ისინი სექსის დროსაც ასევე იქცევიან: პირველ რიგში სიამოვნებას განაცდევინებენ პარტნიორს და უკვე ამისგან ღებულობენ თავადაც სიამოვნებას. ხარბები, პრინციპში, პარტნიორს საერთოდ ვერ გრძნობენ. 


10. სექსისტია

ქალების მისამართით მუდმივად უცენზურო ხუმრობები აქვს? გიყვებათ, მისი აზრით,  ქალის ადგილი სადაა? დროულად უთხარით მშვიდობით. კარგი საყვარელი სექსისტები არ არსებობენ.  იმიტომ, რომ მათი ქალების მიმართ არსებული პარადიგმა არც თუ ისე ადამიანურია. მათი აზრით, ქალის მთავარი ფუნქცია მამაკაცის მსახურობაა, თქვენ კი მისგან ვერაფერს მიიღებთ, საერთოდ. 


11. და აი, კოცნა საერთოდ არაფერს არ ნიშნავს

ნუ, თითქმის. თუ მამაკაცი კოცნაობს ისე, თითქოს მას პირში ნივთი უდევს და ეშინია შემთხვევით არ დააზიანოს _ საქმე ცუდადაა. მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თავად კოცნა, რომელიც არ მოგწონთ, იმაზე მიგანიშნებთ, რომ ერთმანეთს არ ემთხვევით. 


 თარგმნა უცხოური მასალებიდან დალი ვასაძემ

 

Категория: რჩევები | Просмотров: 2055 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar