14:49 13 ქალური თვისება, რომელსაც მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ | |
მაშ ასე, გთავაზობთ 13 ქალურ თვისებას, რომლის მქონე ქალბატონებსაც მამაკაცები ხელიდან არ უშვებებენ.
საკუთარ თავში დარწმუნებულობა
სუსტი სქესის წარმომადგენელს, რომელიც დარწმუნებულია თავის სილამაზეში, მის ირგვლივ არსებული გარემოც ეთანხმება. შეუხედავებიც კი, საკუთარი თავის მადლიერებით მიღების წყალობით, გაცილებით მიმზიდველები ჩანან, ვიდრე ის გოგონები, რომლებიც პატარა გამონაყარის გამო ნერვიულობენ. საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი არასოდეს არ დაიწყებს საჯაროდ თავის კრიტიკას. ის ერთგვარი წყაროა თვითდარწმუნებულობისა და სექსუალურობისა და მამაკაცებს ზუსტად ასეთი ქალები უნდათ.
ქალურობა და სინაზე ძლიერი სქესი გოგონებში უპირატესობას ქალურობას ანიჭებს, რომელიც მამაკაცს აძლევს საშუალებას იყოს კაცი, მოუაროს მის რჩეულ ქალბატონს, დაეხმაროს, იგრძნოს, რომ დიდი და ძლიერია _ ეს მისი სამუშაო და სიამოვნებაა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, „ოქროს შუალედის“ კარგად დაცვა, წარმოსახვითი უმწეობა მამაკაცებს აღიზიანებთ.
სიკეთე სიკეთის, მზურნველობის, აღფრთოვანებისა და პატიების უნარი ლამაზ ქალს ლამაზი თოჯინისგან განასხვავებს. ქალბატონს, რომელიც ამჩნევს სიკეთეს, სამყაროს კეთილი თვალებით უყურებს და შეუძლია სიყვარული ბევრ ადამიანს იზიდავს. მამაკაცები დაინტერესებულები არიან გრძელვადიანი ურთიერთობებით, ეძებენ პარტნიორში სულიერ სითბოს.
დამოუკიდებლობა
მიზანდასახული ქალი ძლიერ სქესში დიდ ინტერესს იწვევს, ვიდრე პასიური, რომელსაც დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლია. მიმზიდველმა ქალბატონმა იცის, რა უნდა და არასოდეს არ კარგავს დროს დამნაშავეების ძებნაში. ის _ თავისი ბედის მეპატრონეა, ამიტომ ასეთი ქალის გვერდით ყოფნა სასიამოვნო და კომფორტულია.
უნარი იცხოვრო აქ და ახლა უნარი იცხოვრო აქ და ახლა, მიიღო მონაწილეობა ცხოვრებაში, დატკბე ყოველი დღით _ ეს არის ის თვისებები, რომლებიც მამაკაცზე ძლიერი მაგნიტივით მოქმედებს. ყველასთვის სასიამოვნოა ისეთ ქალთან ურთიერთობა, რომელიც თავის თავს იღებს ისეთს, როგორიც არის და მადლიერია მის ირგვლივ არსებული გარემოთი. ადამიანები, რომლებიც არიან სიცოცხლის მოყვარული და ოპტიმისტები შინაგანი სინათლით ასხივებენ. ხოლო მიდრეკილებები, როგორიცაა ყველას დაგმობა და წუწუნი შორს ვერ წაგიყვანთ.
თავის წარმოდგენის უნარი მოვლილი, სუფთა, გემოვნებით ჩაცმული, თავისი ძლიერი მხარეების მცოდნე და შემძლებელი მომგებიანად გამოკვეთოს ღირსებები _ მამაკაცებს ყოველთვის ხიბლავთ. ამასთან, კაცები ვერ ამჩნევენ, მდედრობითი სქესის წარმომადგენილი მოდურად არის ჩაცმული თუ არა, მაგრამ ის, რომ ტანსაცმელი იდეალურად ადგას, ამას უცებ აღნიშნავენ.
დიასახლისობა დიასახლისობა, ამის მოსმენა, როგორც არ უნდა ეწყინოს ზოგიერთ ქალბატონს, _ ერთ-ერთი მიმზიდველი თვისებაა მამრობითი სქესის თვალში. კაცები აფასებენ ქალებს, რომელთაც შეუძლიათ სისუფთავის შენარჩუნება და გემრიელი საჭმლის მომზადება; მის ირგვლივ განსაკუთრებული თბილი და მყუდრო ატმოსფეროს შექმნა. ასეთი ქალი ოჯახური სიმშვიდის, სიწყნარისა და ბედნიერების განსახიერაბად ეჩვენებათ.
ბედნიერება კაცებს არ მოსწონთ ქალები, რომლებიც აშფოთებენ ხალხს, მუდმივად ყველაფრით უკმაყოფილოები არიან ან მიაჩნიათ, რომ ვიღაც ვალდებულია ისინი ბედნიერი ცხოვრებით უზრუნველყონ. შეგეძლოს იყო ბედნიერი, აფასებდე შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს და ამჩნევდე პოზიტიურს _ ასეთი დადებითი შინაგანი განწყობის მქონე ხალხისკენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ყოვეთვის მიიწევენ.
თვალებში მანათობელი ინტერესი ინტერესი, რომელსაც ქალბატონი თავისი რჩეულის მიმართ იჩენს, იპყრობს მამაკაცის ტვინსა და გულს. ბუნებრივი და გულწრფელი სიმპათია პრაქტიკულად ნებისმიერს მიიზიდავს. მიმზიდველ ქალს არ ეშინია თავისი სურვილების და არ რცხვენია უთხრას მამაკაცს კონკრეტულად რა სურს, არც რესტორანში და არც ლოგინში.
კონტაქტის უნარი მამაკაცებს მოსწონთ გახსნილი, კონტაქტური, საინტერესო მოსაუბრე, ამასთან, როცა თავი არ მოაქვს ყველაფრის მცოდნედ. საპირისპირო სქესისთვის სასურველი ლამაზი ქალი არის გონებამახვილი. ის ინტერესით უსმენს რაზე საუბრობს მამაკაცი, აძლევს საშუალებას ძლიერ სქესს იგრძნოს თავი შემოქმედებითად, საზრიანად და ძლიერად. ასეთ ქალბატონთან გვერდით ყოფნა კაცებს სიამოვნებთ.
გრაციოზულობა მიმზიდველი ქალის ჟესტები გლუვი და გრაციოზულია. მას იდეალური პოზა და სიარულის მანერა აქვს. მისი მოძრაობიდანვე ჩანს, რამდენად კარგი დამოკიდებულება აქვს საკუთარი თავის მიმართ. სიარულის განსაკუთრებულობა, _ თეძოების ლამაზად მოძრაობა _ მამაკაცებზე ჰიპნოზის გაკეთების დონეზე მოქმედებს და ქალის მიმზიდველობაში არწმუნებთ.
ღიმილი მომღიმარი ქალები იუმორის გრძობით გაცილებით მეტ მამაკაცს იზიდავენ, ვიდრე მოღუში და ყოველთვის უკმაყოფილოები. ღიმილი _ ეს არამარტო მხიარულ ხასიათზე, არამედ ენერგიულობისა და სიცოცხლის მოყვარულობაზეც მიანიშნებს.
ბუნებრიობა და გულწრფელობა ნებისმიერი რამ მოჩვენებით გაკეთებული თქვენგან შორს განდევნის სასურველ პირს. მომხიბვლელი ქალი ბუნებრივი, ღია და თავისუფალია კომპლექსებისგან. მამაკაცებს ბუნებრიობა იზიდავთ. ნამდვილად მიმზიდველი ქალები უპირატესობას ანიჭებენ იმას, რომ მართლა იყვნენ და არა თავს აჩვენებდნენ. ყველაზე მთავარი თვისებაა_ შეგეძლოს იყო ის, რაც ხარ, იყო ბუნებრივი. რადგან სწორედ ეს სჭირდება იმ ერთადერთ მამაკაცს, რომელიც თქვენია.
თარგმნა უცხოური საიტებინდან ფიქრია ჭალიძემ | |
|
Всего комментариев: 0 | |