Главная » 2016 » ნოემბერი » 4 » 2016 წლის ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპი
10:07
2016 წლის ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპი

თუ ასტროლოგებისა და ასტროლოგიური პროგნოზების გჯერათ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგან vivus.ge-ს ბლოგი  გაგაცნობთ 2016 წლის ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპს.

ვერძი – ასტროლოგები გირჩევენ ყურადღების კონცენტრირება მოახდინოთ სამსახურისა და დასვენების ბალანსირებაზე.

თუ მთელ დროს დასვენებაზე დახარჯავთ, პრობლემები შეგექმნებათ.

დაღლილობისგან გამოწვეულ უხასიათობას კი შეგიძლიათ უმკურნალოთ შოპინგით, რადგან ამ თვეში ვარსკვლავები ფულის ხარჯვას არ გიკრძალავენ.

 

კურო  – ამ თვეში სამომავლო გეგმების დაწყობაში ახლობელი ადამიანის დახმარება არ გაწყენდათ.

მიზეზი თქვენი ჭკუის ნაკლებობა არ გახლავთ, უბრალოდ არის შანსი რაიმე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ მხედველობიდან, რაც თქვენი ცხოვრების, უსიამოვნო გზაზე დაყენების საშიშროება გახდება.

 

ტყუპი – ამ თვეში თქვენი ფინანსური სტრატეგია იქნება გამუდმებით მოქმედება. აქტიურობა საშუალებას მოგცემთ არ დაეცეთ ძირს და შეინარჩუნოთ მაღალი პოზიციები.

არ აქვს მნიშვნელობა თვითრწმენის დონეს, უბრალოდ აკეთეთ ის რაც გევალებათ ან ის რაც მოგწონთ.

აღნიშნული რჩევა ეხება არა მხოლოდ სამსახურს, არამედ ჰობისა და გატაცებებსაც.

 

კირჩხიბი – დადგა თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტების ტრანსფორმაციის დრო.

ყველაზე მეტად ეს ეხება ფინანსურ სფეროს, არ ღირს კარგი პერიოდის ლოდინი, უბრალოდ ადექით და სიტუაციის მართვის სადავეები თავად აიღეთ ხელში.

ეს არის წინსვლის, კარიერულ კიბეზე აღმასვლისა და თქვენი კონკურენტების გასწრების ერთადერთი შანსი.

 

ლომი – ამ თვეში ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ კონკურენტებისა და მტრებისთვის საპასუხო დარტყმის მიყენება.

თუ გრძნობთ, რომ წაგართვეს ის, რაც გეკუთვნით, ეს პერიოდი საუკეთესოა შურისძიებისა და თქვენი კუთვნილების დასაბრუნებლად.

ერთადერთი საფრთხე, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ, ეს გახლავთ, თქვენი მხრიდან სისასტიკის გამოვლინება, რადგან ეს არც ფულს მოგიტანთ და არც სიამოვნებას.

 

ქალწული – ამ ნიშნის წარმომადგებლებს აღნიშნულ პერიოდში გამოუვათ ყველაფერი ის რაც ნამდვილად სურთ.

ოღონდ გახსოვდეთ, მცირე ეჭვსაც კი შეუძლია თქვენი ფინანსური გეგმები ჩაშალოს, ამიტომ გათავისუფლდით ყოველგვარი ეჭვისგან.

 

სასწორი – ვარსკვლავები გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებისთვის თავის არიდებას გირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შესაძლოა სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგეთ.

მოეშვით შოპინგს. სამსახურისა და სახლის საქმეებში ნუ იქნებით პასიური.

ნუ გააკეთებთ იმას რაშიც თუნდაც ოდნავ გეპარებათ ეჭვი.

 

მორიელი – ნოემბერში ვარსკვლავები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილნი იქნებიან.

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია საღი აზროვნებისა და სიფრთხილის მეშვეობით.

მოერიდეთ რისკსა და ავანტიურას, ამის ნაცვლად გულმოდგინედ დაკავდით თქვენი პირდაპირი მოვალეობების შესრულებით.

იმ შემთვევაშიც კი, როცა დარწმუნებული იქნებით წარმატებაში, გადაწყვეტილება ორმაგი დაფიქრების შემდეგ მიიღეთ.

გახსოვდეთ, მარტივი შემოსავალი, უსიამოვნო შედეგების გარეშე არ მოდის.

 

მშვილდოსანი – დროა შეუდგეთ საკუთარი პიროვნების განვითარების ახალი მიმართულებების ძიებას.

თქვენ გეხერხებათ ახალ საქმეებთან გამკლავება და ადვილად ეგუებით სიახლეებს, ამიტომ ნუ შესწირავთ ამ თვეს ერთ ადგილზე ყოფნას.

 

თხის რქა – ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში თქვენივე აზრები დაგეხმარებათ.

გათავისუფლდით ეჭვებისგან, ფინანსური პრობლემების გადაწყვეტის საწყისი თქვენს გონებაშია.

 

მერწყული – დაუკვირდით საკუთარ ემოციებს, ნუ იქნებით იმპულსური, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვისზეც დამოკიდებულია თქვენი ფინანსური კეთილდღეობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ნოემბრის ბოლო არ იქნება ისეთი კარგი როგორც მისი დასაწყისი.

 

თევზები – ნოემბერში თქვენთვის ფინანსური იღბლის მომტანი იქნება თქვენივე პასუხისმგებლობის გრძნობა.

ერიდეთ წინდაუხედავობას, რომელიც შესაძლოა ცუდად აისახოს თქვენს ხასიათზე.

სწორ განწყობას ამ თვეში ბევრი რაიმის შეცვლა შეუძლია, ამიტომ იყავით მოტივირებული.

®



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

Категория: ბიზნესი | Просмотров: 730 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar