Главная » 2016 » დეკემბერი » 3 » 2 გაკვეთილი: Да, нет, не ნაწილაკები რუსულ ენაში + სავარჯიშო
14:16
2 გაკვეთილი: Да, нет, не ნაწილაკები რუსულ ენაში + სავარჯიშო

ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, გთავაზობთ რუსული ენის უფასო ვიდეო გაკვეთილებს, ხოლო მათ ვინც ჩვენი ხელმომწერია youtube-სა და facebook-ზე, შეუძლიათ ონლაინ ტესტის ჩაბარების შემდეგ სერთიფიკატიც უფასოდ აიღონ. 
კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, ვისაც სურს, რომ ენას ფლობდეს ელემენტარულ, სამომხმარებლო დონეზე. იმედი გვაქვს, ჩვენი მკითხველისადმი ასეთი საჩუქარი მოგეწონებათ  .
გისურვებთ, წარმატებებს. 

 

 


2 გაკვეთილი: Да, нет, не ნაწილაკები რუსულ ენაში

კითხვის დასმის შემდეგ მას შეიძლება გავცეთ დადებითი ან უარყოფითი პასუხი.
 
დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიყენებთ ნაწილაკს „да“, რაც ნიშნავს _ დიახ, კი, ჰო.
 
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვიყენებთ სიტყვას „нет“, რაც ნიშნავს _ ვერა, არა. ასეთ შემთხვევებში წინ დამატებით დაისმის უარყოფითი ნაწილაკი „не“, რომელსაც ქართულში შეესატყვისება არ, არა, ნუ. 

მაგალითად:

Это книга? _  Нет, это не книга.   ეს წიგნია? _ არა, ეს არაა წიგნი.              
Это дом? _ Да, это дом.       ეს სახლია? _ დიახ, ეს სახლია.
Это стена? _ Нет, это не стена.  ეს კედელია? _ არა, ეს არაა კედელი.
Это пол? _ Да, это пол.    ეს იატაკია? _ დიახ, ეს იატაკია. 
Это окно? _ Нет, это не окно.  ეს ფანჯარაა? _ არა, ეს არაა ფანჯარა. 

 

დამოუკიდებლად სამუშაოდ

გადათარმნეთ:
 
_ რა არის ეს? _ ეს ფანქარია.
_ ეს კალმისტარია? _ დიახ, ეს კალმისტარია.
_ ეს ჭერია? _ არა, ეს არაა ჭერი.
_ ეს სკამია? _ დიახ, ეს სკამია. 
_ ვინ არის ეს? _ ეს ადამიანია. 
_ ეს წყალია? _ არა, ეს არაა წყალი.

 

 

 

 

 

 

 


<<პირველი გაკვეთილი                                                                     მომდევნო გაკვეთილი>> 

 


 
 

ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:



Категория: გაკვეთილები | Просмотров: 2930 | Добавил: popularsge | Теги: რუსული ენის უფასო კურსი, 1 გაკვეთილი | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0