Главная » 2016 » სექტემბერი » 16 » 6 ნიშანი, რომ გატყუებენ
14:47
6 ნიშანი, რომ გატყუებენ

ნდობა, ნებისმიერი სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობის ფუნდამენტური ნაწილია. თუ თქვენი მამაკაცი დედამიწის ზურგზე საუკეთესო გეჩვენებათ და ამასთან, არასდროს ყოფილხართ ასეთი ბედნიერი, მაშინ სანერვიულოც არაფერი გაქვთ. თუმცა მაინც არ გაწყენდათ იცოდეთ სიგნალები, რომლებიც ადამიანის ტყუილის შესახებ გვამცნობენ.

 

​ 1. გრძელი, ჩახლართული ისტორიები. თუ თქვენ ეჭვობთ, რომ პარტნიორი გატყუებთ, დააკვირდით, როგორ გიყვებათ თავის ისტორიებს. ტყუილის დამახსოვრება ძნელია, შესაბამისად, თუ ის რამდენიმეჯერ ჰყვება ერთი და იგივეს, დეტალებში განსხვავებებსა და შეუსაბამოებებს აუცილებლად შეამჩნევთ. 

2. ზედმეტად დეტალურად მოყოლილი ამბავი. როცა ადამიანი ცდილობს საკუთარი ტყუილი სიმართლეს დაამსგავსოს, მასში ძალიან ბევრ დეტალს აქსოვს. თუ თქვენს რჩეულს, ჩვეულებრივ, ასეთი საუბარი არ ახასიათებს და უცებ ნაამბობს ათასი წვრილმანით ავსებს, ფრთხილად იყავით, დიდი ალბათობით, ცდილობს დაგაჯეროთ იმაში, რაც არ ყოფილა.  

3. სხეულის ენა: როცა რამის დაკონკრეტებას ითხოვთ მის დასაეჭვებელ ნაამბობში თქვენი საყვარელი ადამიანი შესამჩნევად ნერვიულობს და გაღიზიანებულია. თუ ადრეც გამოგიჭერიათ ის ტყუილში, მით უფრო ადვილად შეამჩნევთ ბევრ არაფრის მომცემ მოძრაობას.   

4. მხედველობითი კონტაქტი. კვლევის თანახმად, როცა ადამიანი იტყუება, ჩვეულებრივ, მაღლა და მარჯვნივ იყურება. თუმცა ზოგიერთები პირიქით, უპირატესობას პირდაპირ თვალებში ყურებას ანიჭებენ, იმის გადასამოწმებლად, რომ მისი ტყუილი დაიჯერეს. 

5. „თეთრი ტყუილი“ ან სასიკეთო ტყუილი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგატყუოთ თუნდაც წვრილმანებში, დარწმუნებული იყავით, რომ  ასევე მშვიდად მოგატყუებთ გაცილებით სერიოზულ საკითხებშიც. 

6. მას მეტი პირადი სივრცე სჭირდება. იქნებ თქვენ „ყელში უჭერთ“, ზედმეტად ბევრ დროს ატარებთ ერთად ან ნეგატიურად რეაგირებთ მის მეგობრებზე, როცა ის მათთან ერთად მიდის?!  ასეთ შემთხვევაში თქვენმა პარტნიორმა შესაძლოა ტყუილის თქმა დაიწყოს, რომ სამსახურში შეყოვნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა ხანს მარტო დარჩეს ან თავისი საყვარელი საქმე აკეთოს. მას მართლა სჭირდება პირადი სივრცე. თუ თქვენს ურთიერთობაშიც არის ასეთი სიტუაცია, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს ამის გამო ტყუილის თქმა უწევს და ეს საშიში სიგნალია. 

თარგმნა უცხოური საიტებიდან ფიქრია ჭალიძემ

Категория: რჩევები | Просмотров: 1824 | Добавил: popularsge | Теги: ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar