23:57 6 წესი სმარტფონის გამოყენების, რომელზეც ინსტრუქციაში არ წერენ | |
სმარტფონს იყენებს პრაქტიკულად ყველა, მაგრამ იმ წესებზე, რომელთაც ქვემოთ იხილავთ უმრავლესობა არც კი დაფიქრებულა. ჰოდაა, წიკითხეთ და გაუფრთხილდით თქვენს სმარტფონებსაც და ნერვებსაც. 1. არასოდეს თიშავთ თქვენს ტელეფონს. სინამდვილეში მას სჭირდება გამორთვა კვირაში ერთხელ მაინც. თუ ამას არ აკეთებთ, სერიოზულად დააზიანებთ მოწყობილობის აკუმულატორს. თუ ტელეფონს იყენებთ მაღვიძარად, შეწყვიტეთ ამის კეთება. ისარგებლეთ ტრადიციული საათებით, ხანდახან მაინც! 2. მუდმივად ჩართული გაქვთ Wi-Fi და Bluetooth-ი. გათიშეთ ეს მოდულები ყოველ ჯერზე, როცა აღარ დაგჭირდებათ. ამით თავიდან აიცილებთ ენერგიის მარაგის დაკარგვასა და აკუმულატორის შრომისუნარიანობის დაქვეითებას. 3. ტელეფონს გამოიყენებთ ექსტრემალური ამინდის პირობებშიც. არც ერთი სმარტფონი არ შექმნილა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ზედმეტად ცხელ ან ცივ ამინდს. ის შექმნილია ისე, რომ შეეძლოს ნორმალურად მუშაობა 0-დან 35 გრადუსამდე ტელპერატურაზე. თუ ის დაგრჩებათ დადებული მზიან ფანჯარაზე, გადახურდება და შედეგად, შეიძლება არამარტო გაფუჭდეს, არამედ აფეთქდეს კიდეც. ასევე, ეცადეთ ტელეფონზე არ ისაუბროთ წვიმაში. 4. ტელეფონი დასატენად ჩართული გაქვთ მთელი ღამე. მისთვის ესეც ცუდია. ასეთ შემთხვევაში ელემენტი გაცილებით სწრაფად ფუჭდება. ეცადეთ, როგორც კი დაიტენება მოწყობილობა, გამორთოთ დენის წყაროდან. 5. თქვენ ტელეფონის დასამუხტად იყენებთ არაორიგინალურ დამტენს. ამით საკმაოდ ბევრი მფლობელი ცოდავს. გასაგებია, რომ მოწყობილობის შნური მალე ზიანდება და არც ისე იაფი ღირს, მაგრამ მაინც ეცადეთ, რომ შეიძინოთ ორიგინალი სატენი. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ძუნწი ორჯერ იხდის. გაურკვეველი წარმომავლობის დამტენი თითქმის გარანტიას გაძლევთ იმისას, რომ მოწყობილობის აკუმულატორს გაგინადგურებთ. ის შესაძლოა აფეთქდეს კიდეც! ასეთი შემთხვევებით ინტერნეტი სავსეა. 6. არასოდეს ასუფთავებთ მოწყობილობას. თქვენი ტელეფონის ზედაპირზე გაცილებით მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზზე. მწარმოებლები იძლევიან რეკომდაციას, რომ გავწმინდოთ მოწყობილობის ზედაპირი ხაოიანი ნაჭრით. წყარო: nazhmi.ru | |
|
Всего комментариев: 0 | |