Главная » 2017 » ნოემბერი » 22 » 81 წლის ბებია პრეზერვატივისთვის აფთიაქში შევიდა, მაგრამ ფარმაცევტს გული სხვა რამის გამო წაუვიდა!
11:59
81 წლის ბებია პრეზერვატივისთვის აფთიაქში შევიდა, მაგრამ ფარმაცევტს გული სხვა რამის გამო წაუვიდა!

ეს უჩვეულო ისტორია The Laugh Bible-მა გამოაქვეყნა. ეს ამბავი აუცილებლად გაგაცინებთ!


ორი მოხუცებული ქალბატონი მერი და სიუზანი კაფეში ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. მათ ორივეს Camel უყვარდა და ხუმრობით „ჩვენი აქლემს“ ეძახდნენ.  


დროს შესანიშნავად ატარებდნენ, მაგრამ იმ მომენტამდე სანამ მზიანი ამინდი მოულოდნელად წვიმამ შეცვალა.

თუმცა ერთ-ერთი ქალბატონი არ დაიბნა, გახსნა საფულე და მასში ქექვა დაიწყო. მერიმ იქიდან პრეზერვატივი ამოიღო, ბოლო მოაჭრა, სიგარეტს გადააცვა და გააგრძელა მოწევა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. 


სიუზანმა გაოცებულმა შეხედა: _ რა არის ეს?



მერიმ უპასუხა: _ ეს პრეზერვატივია, რა თქმა უნდა. სამაგიეროდ ჩემი სიგარეტი არ დასველდება. 


სიუზანმა წამოიძახა _ ეს გენიალურია! მაგრამ საიდან აიღე?


მერიმ უპასუხა: _ ო, ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლია იყიდო. 


შემდეგ დღეს სიუზანი ადგილობრივ აფთიაქში გაიქცა. მიიხედ-მოიხედა, მაგრამ რასაც ეძებდა ვერ დაინახა. მოხუცი ქალბატონი მოლარესთან მივიდა და განუცხადა, რომ ერთი შეკვრა პრეზერვატივი უნდა, რომელშიც 12 ცალი იდება. 
ახალგაზრდა მოლარა გაოცდა, ეს რომ 81 წლის ქალბატონისგან ესმოდა. 


ცოტა შეცბუნებულმა ბიჭმა ჰკითხა: კარგით, ქალბატონო და რომელ ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას?


სიუზანმა მხრები აიჩეჩა და უპასუხა: არ აქვს, შვილო, მნიშვნელობა! მთავარია, რომ ზომით ჩემს აქლემს მოერგოს. როგორც უცხოური გამოცემა წერს, ფარცევტს გული წაუვიდა :)

თარგმნა ფიქრია ჭალიძემ
 

Категория: პოზიტიური | Просмотров: 96 | Добавил: popularsge | Теги: ფიქრია ჭალიძე, პოზიტივი, სასაცილო ისტორიები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar