| 15:37 9 თემა, რომელზეც ქმარი არასოდეს გელაპარაკებათ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ | |
| 
 
 მამაკაცებს სჭირდებათ პირადი სივრცე და ამაში არაფერია ცუდი. გახსოვდეთ, რომ მათ სჭირდებათ დაფიქრება, უსაქმურობა ან საყვარელი საქმით დაკავება მარტოს. ეს საშიში არაა, მათ ხომ ამის შემდეგ აუცილებლად მოსწყინდებათ და ყურადღებას გამოიჩენენ თავისი საყვარელი ადამიანის მიმართ. 
 ეს ჭირვეული სურვილია, რომელიც ადვილი ასახსნელია. ბვშვები ხშირად გვართმევენ ძალიან ბევრ ჩვენს დედურ ყურადღებას, ნაწილი ეს დკავშირებულია ჭირვეულობასთან, ხოლო ნაწილი _ მოთხოვნილბებთან. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი პატარა, უნდა გახსოვდეთ, რომ ბედნიერ ქორწინებაში ყურადღება უნდა დაუთმოთ ქმარსაც! და სხვათაშორის, არც ისე ცოტა დრო. 
 
 მამაკაცებს უნდათ, რომ თავიანთი ქალებით ამაყობდნენ. მათ სიამოვნებთ იგრძნონ, რომ მათ გვერდით მომაჯადოებელი ლამაზმანია მომხიბვლელი ფიგურით. რა თქმა უნდა, თუ თქვენ მოიმატებთ რამოდენიმე კილოგრამს, ეს თქვენს გარეგნობაზე არ აისახება, მაგრამ აი, თუ გამალებით მატულობთ წონაში, მაშინ დროა დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა!   
 ეს არ ეხება ყველა მამაკაცს, მაგრამ უმრავლესობას მაინც ნამდვილად ესაჭიროება მეტი სასიყვარულო აღიარება. ეს დაკავაშირებულია თავმოყვარეობასთან და ცოტა რომანტიკული სიყვარულის სურვილთან. 
 
 ამას ღირს მოუსმინოთ, ქალებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათი ნამიოკები აშკარაა მამაკაცებისთვის. ეს ასე არაა! მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აბსოლუტურად განსხვავებული ლოგიკა აქვთ, ამიტომ, ნამიოკები შესაძლოა იქცეს დიდ პრობლემად. 
 
 ყველა ქალს უნდა შეეძლოს თავისი მამაკაცის თავის ძალებში დარწმუნება. არავითარ შემთხვევაში უჩიჩინოთ მას, იმის გამო, რომ რაღაც მოულოდნელად ისე არ წავიდა, როგორც გსურდათ. შეეცადეთ სექსუალური პრობლემები ერთად მოაგვაროთ! 
 
 ცოტაოდენი კრიტიკა არავის დააზიანებს, მაგრამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი საზღვარი. თუ ქალი გამუდმებით უმტკიცებს თავის ქმარს, რომ ის ყველაფერს არასწორედ აკეთებს, ეს მხოლოდ იმასთან მიგიყვანთ, რომ მას საერთოდ დაეკარგება რამის გაკეთების სურვილი. 
 
 მამაკაცებს, ისევე, როგორც ქალებს სჭირდებათ შექების მოსმენა. ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენია, როცა გაფასებს საყვარელი ადამიანი. არ დაიშუროთ კომპლიმენტები. 
 
 მამაკაცებს სჭირდებათ მჭიდრო კონტაქტი. დროთა განმავლობაში ურთიერთობაში ეს სუსტდება, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ წყვილიდან ერთ-ერთი უკმაყოფილო დარჩეს. არ გაჩუმდეთ! გამოხატეთ ერთმანეთის მიმართ ყურაღება, თქვენ ხომ მოსიყვარულე წყვილი ხართ! მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ 
 | |
|  | |
| Всего комментариев: 0 | |













