20:59 აი, რა დაემართება თქვენს კისერსა და ხერხემალს სმარტფონის არასწორედ გამოყენების შემთხვევაში | |
როდესაც სპარტფონის სანახავად თავს ხრით, ყოველთვის, კისერს 27 კილოგრამიან დატვირთვას აძლევთ! როგორ ფიქრობთ, რამდენ ადამიანს აქვს ისეთი ძლიერი კისრის კუნთები, რომ 27 კილოგრამი აწიოს? თვასაჩინოებისათვის, გეტყვით, რომ დაახლოებით ამდენს იწონის 8 წლის ბავშვი. ახლა დაფიქრდით, დღეში რამდენჯერ ღებულობთ ასეთ მდგომარეობას? საშუალოდ, დიდი ადამიანის თავი 4-5 კილოგრამს იწონის. თუმცა 15 გრადუსიანი დახრის დროს კისერზე დატვირთვა იზრდება 12 კილოგრამით, 30 გრადუსიანზე - 22 კილოგრამით, ხოლო 60 გრადუსის შემთხვევაში _ 27 კილოგრამით! ეს უქმნის უზარმაზარ დატვირთვას კისრის კუნთებსა და ხერხემალს. წლებთან ერთად მდგომარეობა რთულდება, იწყება ტკივილი და დისკომფორტი, შესაძლოა საქმე გადაუდებელ ოპერაციამდეც კი მივიდეს. როგორ გამოვასწოროთ ეს პრობლემა?
არავინ ეწევა აგიტაციას, რომ აღარ მოიხმაროთ სმარტფონი. უბრალოდ, ისწავლეთ მისი სწორედ მოხმარება. როდესაც ეკრანიდან რამეს კითხულობთ, აიწეთ ტელეფონი თვალების სიმღლეზე და საჭიროების შესაბამისად დახარეთ თვალები და არა თავი.
ასევე, კარგად დაგეხმარებათ ზურგის კუნთების მოდუნებასა და გამაგრებაში ძაღლის პოზა.
გამონახეთ დრო რომ კისრის კუნთები ამუშავოთ. ყოველდღე გააკეთეთ ვარჯიშის თუნდაც მოკლე კომპლექსი.
თუ ეს სტატია თქვენსთვის სასარგებლო იყო, გაუზიარეთ მეგობრებსაც.
თარგმნა ფიქრია ჭალიძემ
წყარო: livestrong.com
| |
|
| |
| Всего комментариев: 0 | |





