ბერლინში აინშტაინი ტრამვაიში ავიდა და წიგნის კითხვას მიჰყო ხელი. შემდეგ ისე, რომ კონდუქტორისთვის არ შეუხედავს, წინასწარ გამზადებული ხურდა ფული ამოიღო ჯიბიდან და გაუწოდა.
_ ეს საკმარისი არ არის, _ უთხრა კონდუქტორმა.
_ შეუძლებელია, _ მიუგო მეცნიერმა ისე, რომ წიგნისთვის თვალი არც მოუწყვეტია.
_ მე კი გეუბნებით, რომ ბილეთისთვის საკმარისი არ არის.
აინშტაინმა ისევ გადააქნია თავი. კონდუქტორი აღშფოთდა:
_აბა, ნახეთ _ აქ 15 პფენინგია. 5 აკლია.
მეცნიერმა ჯიბე მოიჩხრიკა და მართლაც, 5-პფენინგიანი მონეტა ამოიღო. უხერხულად იგრძნო თავი. კონდუქტორმა გაუღიმა და მშვიდად უთხრა:
_ არა უშავს, ბაბუ, უბრალოდ, არითმეტიკა უკეთ უნდა გესწავლა.
ასევე წაიკითხეთ სხვა მასალებიც:
სასაცილო სტატუსები ჩვენი FACEBOOK-ის გვერდიდან (ნაწ.1)
გოგონები კომპლექსების გარეშე
პატარების იუმორი
8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ!
|