Главная » 2015 » დეკემბერი » 27 » ავსტრიაში გამყიდველები საშობაო დღესასწაულების დროს ფსიქოლოგიური ტერორისათვის კომპენსაციას ითხოვენ
19:22
ავსტრიაში გამყიდველები საშობაო დღესასწაულების დროს ფსიქოლოგიური ტერორისათვის კომპენსაციას ითხოვენ

ავსტრიის მაღაზიების თანამშრომლები ფულად კომპენსაციას ითხოვენ იმ ფსიქოლოგიური ტერორისთვის, რომლის მსხვერპლნი საშობაო დღესასწაულების დროს ხდებიან. 


იგულისხმება საშობაო მუსიკალური კომპოზიციების გაუთავებელი გამეორება, რასაც გამყიდვლები ნერვულ აშლილობამდე მიჰყავს. ავსტრიული პროფკავშირების ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, "ჯინგლ ბელზის" ტიპის სიმღერების მრავალსაათიანი მოსმენა მაღაზიის თანამშრომლებს გაბოროტებულ და აგრესიულ არსებებად აქცევს. შობის დამდეგს გამყიდველების მრავალათასიან არმიას გაგონებაც კი არ სურს ამ მშვენიერი დღესასწაულისა და ყველაფერ იმის, რაც მასთან არის დაკავშირებული.

 
საინტერესოა, რამდენად ისტრესებიან იგივე მელოდიებით ახალ წელს ქართველი კონსულტანტებიც? და ამასთან, კომპენსაციაც რომ მოეთხოვათ, მისცემდნენ ვითომ? თუმცა, ინგლისურ გამოცემაში, საიდანაც ეს ინფორმაცია გადმოვთარგმნე, არ იყო დაკონკრეტებული, რამდენად ღებულობენ ავსტრიელები ამ კონპენსაციას, მაგრამ რახან ყოველ წელს ითხოვენ, ე.ი. ღებულობენ კიდეც.  

 

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 738 | Добавил: popularsge | Теги: ახალი წელი | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar