Главная » 2016 » ოქტომბერი » 12 » ჭკვიან ხალხს განსაკუთრებით მარტოობა უყვარს, _ მეცნიერების ახალი დასკვნა
09:00
ჭკვიან ხალხს განსაკუთრებით მარტოობა უყვარს, _ მეცნიერების ახალი დასკვნა

The British Journal of Psychology-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ემსახურებდა ადამიანის ინტელექტიდან გამომდინარე მის სოციალურ უნარ-ჩვევებისა და საზოგადოებაში მოქცევის ცოდნის დადგენას.

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზანი იყო ერთი: გამოეკვლიათ, მეგობრებთან ურთიერთობა როგორ გავლენასა და შეგრძნებას ახდენს ჭკვიან და ნაკლებ ჭკვიან ხალხზე.

 

მეცნიერების თეორია ვარაუდობდა, რომ ადამიანები, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ცხოვრობენ, მთლიანობაში გაცილებით კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრების, ვიდრე სოფელში ან ქალაქის გარეუბნებში მცხოვრებლები.

 

ლოგიკა მარტივია: რაც უფრო მეტს ურთიერთობს ადამიანი თავის ნათესავებსა და მეგობრებთან, ის უფრო მეტად არის ბედნიერი. როცა ქალაქში სახლებს შორის მცირე მანძილია, შეხვედრაც უფრო ადვილია.

 

„როგორც ვარაუდობდა ჩვენი თეორია, მიღებულმა მონაცემებმა დაადასტურეს, რომ სოციალური კონტაქტის სიხშირეს დიდი მნიშვნელობა აქვს კმაყოფილი ცხოვრებისთვის. და დიახ, ხალხი, რომელიც ქალაქის ცენტრში და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ცხოვრობს, მთლიანობაში, დანარჩენებზე მეტად არის ბედნიერი. მაგრამ, რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ესაა ინტელექტის ზეგავლენა. ჩვენ მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ მეტისმეტად ჭკვიანი ხალხი პირიქითაა. ისინი უფრო ბედნიერები არიან მარტო ყოფნისას. ხოლო, როდესაც მათ უწევთ მეგობრებსა და ნაცნობებთან ხშირი ურთიერთობა, უცებ იწყებენ მოწყენას ან მდგომარეობიდან ადვილად გამოდიან“, _ ნათქვამია კვლევაში.

 

ამ საოცარი ნაშრომისა და პარადოქსული დასკვნების ავტორები არიან _ პროფესორი ნორმან ლი და სატოსი კანადზავა. ისინი წლებია დაკავებულები არიან სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ხალხის ცხოვრების პირობების შესწავლით. მაგრამ ამ ანომალიას ცოტა ხნის წინ წააწყდნენ.

 

მათ კვლევაში მონაწილეობდა  18-დან 28 წლამდე მყოფი 15 000 ადამიანი.ლოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ ჩვენს შორისაც კი ყველაზე ჭკვიანები კარგად აფასებენ დროს, რომელსაც ოჯახთან და მეგობრებთან ატარებენ.

 

ცხოვრება ხანმოკლეა და ყველა წამი _ საჩუქარია. ამიტომ, რაც უფრო მეტ გამოცდილებას ვღებულობთ ჩვენს წრესთან ურთიერთობით, მით უფრო მდიდარი წარმოგვიდგება ცხოვრებაც. მაგრამ ეს ჭკვიან ხალხს რატომ არ მოსდით თავში აზრად?

 

კეროლ გრემი, სხვა მკვლევარი გვთავაზობს შემდეგ ახსნას:

 

„ხალხი დიდი ინტელექტით მას გაცილებით აქტიურად იყენებენ, დროის დიდი ნაწილის განმავლობაში. უფრო მეტიც, ხშირად ხდება რომ მათ უჭირთ მხოლოდ მოსაუბრის ნაამბობზე ყურადღების შეჩერება, იმიტომ, რომ ისინი მუდმივად ფიქრობენ გრძელვადიან მიზნებზე“.  

 

ჩვენმა ტვინმა ევოლუცია განიცადა და ამიტომ ჩვენს შორის ყველაზე ჭკვინები, ეგრეთ წოდებული „ახალი ადამიანები“, გაცილებით დიდ სიამონებასა და კმაყოფილებას სერიოზული პრობლემების გადაწყვეტით ღებულობენ. თანატოლებთან ურთიერთობისას ისინი იწყენენ და ხდებიან უბედურები, თუმცა სხვა ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი ყველაფერი პირიქითაა.

 

რატომ უწოდებენ ამ ნიჭიერ ადამიანებს „ახლებს“? იმიტომ, რომ მათი გამოჩენა _ თავის თავად ანომალიაა.  

აი, როგორ ახსნას იძლევა თვითონ ლი და კანადზავა:

 

„ყველაზე ჭკვიან ხალხს, რომელიც არის განსაკუთრებულად მაღალი ინტელექტის მქონე, შეუძლია და უყვარს დიდი პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ამასთან ეჯახება სირთულეებს ურთიერთობებში. მათი არ ესმით! ამიტომ მათთვის უკეთესია ჰქონდეთ ვიწრო საურთიერთობო წრე და არ გააფართოვონ ის“.

 

ასევე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინტელექტუალურად განვითარებული ხალხი დანარჩნებზე უფრო ადვილად ამბობს უარს მიჩვეულ სოციალურ გარემოზე და ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე.

 

ისინი არც ისე ძლიერად ეჩვევიან მეგობრებსა და ახლობლებს, როგორც სხვა დანარჩენები. განსაკუთრებით, თუ ეს ესაჭროება მათი მიზნების განხორციელებას.

 

რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ თითოეულმა ჩვენთაგანმ აქედან? ალბათ, შევეგუოთ.

 

თუ თქვენი ჭკვიანი მეგობარი თქვენთან ურთიერთობას გაურბის, ალბათ, ნაკლებად აგრესიულად უნდა დააძალოთ თქვენი თავი.

 

და რა ქნას იმან, ვინც ჭკვიანია და მარტოხელა? შეწყვიტოს იმედგაცრუება ამასთან დაკავშირებბით! ბოლოს და ბოლოს, ეტყობა, ღმერთს ასე სურდა.

 

წყარო



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

ანუკი არეშიძის ფეხსაცმელმა დიდი მოწონება დაიმსახურა

ყოფილმა მოდელისა და დიზაინერის ანუკი არეშიძის დიზაინით შექმნილმა ფეხსაცმელმა დიდი მოწონება დაისახურა.კახი კალაძის მეუღლემ  მისი ფოტო საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვვეყნა... 

 

ლიზა ბაგრატიონი მიხეილ ყაველაშვილს სიყვარულით მიმართავს

ლიზა ბაგრატიონი სოციალური ქსელით საკუთარი სიძეს, მიხეილ ყაველაშვილს გამოეხმაურა:"უკვე 22 წელია ჩემი სიძეა, მაგრამ ალბათ არასდროს მქონია საშუალება მისთვის სიყვარული ამეხსნა და... 

 

ცნობილები ორსულობის პერიოდში

ფეხმძიმობა უხდება ყველა ქალს, ამ დროს მომავალი დედები უფრო ნაზები და საყვარლები ხდებიან. ამჯერად გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ლამაზი და წარმატებული ქალების ორსულობის პერიოდის ...

 

აბა რამდენიმე წამით მოაშორეთ ბავშვს თვალი და...

გამოცდილმა მშობლებმა კარგად იციან, რამდენიმე წამიანი ბავშვის უყურადღებობამ როგორი შედეგები შეიძლება მოიტანოს. გთავაზობთ ახალბედა მშობლების ფოტოებს, რომლებმაც ბავშვები 15 წუთით ...

 

ელეგანტური საღამოს კაბები

ელეგანტური კაბების მოყვარულებს ინტერნეტ ჟურნალი populars.ge გთავაზობთ გრძელი საღამოს კაბების ფოტოებს. დაათვალიერეთ და შეარჩიეთ თქვენი სტილი...  

 

გამორჩეულად ლამაზი საქორწილო კაბები

საქორწილო კაბების თვალიერება მოსწონს პრაქტიკულად ყველა გოგოს. ამიტომაც გთავაზობთ გამორჩეულად ლამაზ სადედოფლო კაბების ფოტოებს... 

 

გრანდიოზული შოუ INTIMISSIMI ON ICE

იტალიის ლამაზ ქალაქში, ვერონაში 7 ოქტომბრის საღამოს მოეწყო რიგით მესამე საზეიმო ღონისძიება Intimissimi On Ice. მასში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ევგენი ... 

 

შოთა რუსთაველის ფრაზები „ვეფხისტყაოსნიდან“

ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს; ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა; არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალა; არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოვდების? ...

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 1860 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar