15:26 და მაინც, ქალია უკეთესი მძღოლი თუ მამაკაცი? | |
ბევრი ლეგენდა დადის იმის შესახებ თუ როგორ საშინლად მართავენ ქალბატონები მანქანებს, რამდენ საავარიო სიტუაციას ქმნიან და რა საოცრებებს სჩადიან გზებზე. ასეთი სიტუაციების ამსახველი არაერთი ვიდეო თუ ფოტო დევს ინტერნეტ სივრცეშიც. ქალების საჭესთან ჯდომას მამაკაცების უმეტესობა ირონიით უყურებს და კომენტარებსაც არ იშურებს, თუმცა როგორც სტატისტიკამ აჩვენა, მათთან შედარებით ქალბატონები ავარიულმდგომარეობაში გაცილებით ნაკლებად ხვდებიან. ამ საკითხის გარკვევას „პოპულარს.ჯი“ უკვე გამოცდილ მძღოლ ხატია შამუგიასა და ავტოსკოლის მასწავლებელ გრიგოლ ჯურჯუასთან შეეცადა.
_ ხატია, როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად საყვედურობენ ქალბატონ მძღოლებს _ ზოგჯერ სამართლიანად, მაგრამ გაზვიადებულია, რომ ქალები საშინლად ატარებენ. მე რაც მინახვას "თავხედური" მანევრირებები და მოძრაობის წესების დარღვევა ძირითადად მამაკაცების მხრიდან ხდება. ისინი უფრო თამამები არიან, თვლიან, რომ კარგი მძღოლები არიან და რისკზეც თავისუფლად მიდიან. ქალებს რაც შეეხებათ, საჭესთან იშვიათად რისკავენ, ამ მხრივ უფრო მოწესრიგებულები არიან. შეიძლება პრაქტიკა არ ჰქონდეთ, მაგრამ ქალი მაინც ბევრად ფრთხილია.
_ პირადად თქვენ რამდენად ერკვევით ავტომანქანის ნაწილებში? მაგალითად, თუ იცით, ძრავში რა ფირმის ზეთი გისხიათ? _ კი, საკამოდ ვერკვევი. ზეთსაც თავად ვცვლი.
_ რომელია თქვენი ოცნების მანქანა, რომელსაც სიამოვნებით ატარებდით? _ იცით რა, საოცნებო მანქანა არ მყავს. ვთვლი, რომ მანქანამ კი არ უნდა მოგიხმაროს, არამედ შენ უნდა მოიხმარო მანქანა. ის არის საჭირო ნივთი, გადაადგილების საუკეთესო საშუალება, რომელიც ბევრ პრობლემას გიხსნის. ისე, შესაძლებლობა რომ მქონდეს, სიამოვნებით მეყოლებოდა "Audi Q5" ან "lexus GX 740".
ავტოსკოლის მასწავლებელი გრიგოლ ჯურჯუა ფიქრობს, რომ ქალებმა, რომლებიც მართვის მოწმობის აღებას გადაწყვეტენ, ძალიან დიდი გამოცდილებისა და პრაქტიკის მიღებაზე უნდა იზრუნონ, რადგან ისინი მამაკაცებთან შედარებით ამ სფეროს გაცილებით ნელა ითვისებენ:
_ ქალსა და მამაკაც მძღოლს შორის სხვაობა მართლაც არის. ქალბატონებს უფრო დიდი დრო სჭირდებათ ტექნიკური საკითხების დასახვეწად. ქალი, ცხოვრებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას მამაკაცს ეყრდნობა და როდესაც ის საჭესთან მარტო რჩება სწორი არჩევანის გაკეთება უჭირს, ამიტომ გამოუცდელ ქალმძღოლებს ბევრი სისულელე მოსდით ხოლმე. რომ შევადაროთ, ათვისების უნარიც, ვნახავთ, რომ მამაკაცს ელემენტარული პრინციპების ასათვისებლად 5-6 გაკვეთილი ჰყოფნის, ქალს კი, 2-ჯერ მეტი სჭირდება. სტატისტიკურად დადგენილია, რომ ქალბატონები ავარიულმდგომარეობაში ნაკლებად ხვდებიან. თუმცა, მათი მიზეზით გამოწვეული საგზაო შემთხვევები გაცილებით ბევრია. ქალები ირჩევენ არა იმ გზას, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას სჭირება, არამედ უფრო რთულს და არასწორს. ქალბატონებს მეტი პრაქტიკული გამოცდილება სჭირდებათ, რომ საჭირო შემთხვევებში შესაფერისი მანევრირებები შეასრულონ და არ დაიბნენ. მოამზადა მარი მაკარაძემ | |
|
Всего комментариев: 0 | |