Главная » 2015 » ოქტომბერი » 28 » დააკვირდით და შეამოწმეთ რამდენად სწორად ვითარდება თქვენი პატარა
00:52
დააკვირდით და შეამოწმეთ რამდენად სწორად ვითარდება თქვენი პატარა

ფსიქოლოგიაში არსებობს მეცნიერულად შემუშავებული სტანდარტები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დაადგინოთ რამდენად სწორად ვითარდება თქვენი პატარა. ბავშვის უნარჩვევები მის ოჯახზე, კვებასა და სოციალურ გარემოზეა დამოკიდებული. ქვემოთ 
ფსიქოლოგიაში არსებობს მეცნიერულად შემუშავებული სტანდარტები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დაადგინოთ რამდენად სწორად ვითარდება თქვენი პატარა. ბავშვის უნარჩვევები მის ოჯახზე, კვებასა და სოციალურ გარემოზეა დამოკიდებული. ქვემოთ მოყვანილი რჩევების მიხედვით, თქვენ თვითონ შეძლებთ დააკვირდეთ თქვენი შვილის განვითარებას. იმ შემთხვევაში თუ პატარა ამ მოთხოვნებს სათანადოდ არ აკმაყოფილებს, საგანგაშო არაფერია, მაგრამ სასურველია მიმართოთ ნევროპათოლოგს.  
  

3 _ 4 წლამდე ასაკი 

სამიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები ცელქები, მოსიყვარულეები და ამავე დროს უხეშები არიან. ისინი იბრძვიან და ცდილობენ გარე სამყაროში გარკვევას. მათ უჭირთ ფანტაზიასა და რეალობას შორის საზღვრის გავლება. ამ ასაკში ისინი იწყებენ გაცნობიერებას, რომ მათ ყოველ ქმედებას გარკვეული შედაგი მოსდევს, თავად სწავლობენ როგორ აკონტროლონ თავისი ქცევები, მეტნაკლებად შესწევთ უნარი გაარჩიონ კარგი და ცუდი. ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები წუთით თუ მიმნდობები არიან, მეორე წუთში მომთხოვნები და მბრძანებლები ხდებიან.
სამი წლის ასაკის ბავშვებს სწრაფად უვითარდებათ მეტყველება და ბავშვური ტიტინი _ ერთ სიტყვიანი ფრაზები იცვლება წინადადებებით. ისინი ხშირად ხმამაღლა ესაუბრებიან თავის თავს. განსაკუთრებული მოზღვავებული ენერგია აქვთ, მათი ყურადღება ჯერაც უნებური, ანუ გაფანტულია, ამიტომ სწრაფად გადადიან ხოლმე ერთი აქტივობიდან მეორეზე. 
  

4_5 წლამდე ასაკი 

ოთხიდან ხუთ წლამდე ბავშვები ხშირად მზად არიან ახალი ამოცანებისა და დაბრკოლებების გადალახვისათვის. მათ შეუძლიათ ერთობლივი თამაში. შესწევთ უნარი გამოხატონ აღფრთოვანება და ისაუბრონ საკუთარ გრძნობებზე, შეუძლიათ გააცნობიერონ საკუთარი საქციელი. ისინი სიამოვნებით იტყუებიან, მაგრამ ბრაზობენ თუ ტყუილში უფროსებს გამოიჭერენ. იმის მიუხედავად, რომ ოთხი წლის ბავშვის ყურადღება გაფანტულია და ხანმოკლე, მშვენივრად შეუძლიათ პრობლემის გადაწყვეტა. თუკი რამე განსაკუთრებით აინტერესებთ, ყურადღების მოკრეფის უნარი დიდი ხნითაც შესწევთ. უფრო მეტიც ისინი ახერხებენ ერთი აქტივობის განზოგადებას და ამ ზოგადი სახის მეორე აქტივობაში გადატანას. 
ამ ასაკის ბავშვები დიდ ინტერესს ამჟღავნებენ საკუთარი და გარშემომყოფების სხეულისადმი. პატარები ამ დროს შეიცნობენ საკუთარ სხეულს. გარდა ამისა, მათ ახასიათებთ შიში და  კოშმარული სიზმრები. 
ამ ასაკის ბავშვების მოტორული განვითარება ძალზე სწრაფად ხდება. მათ განუწყვეტლივ შეუძლიათ ფიზიკურად ივარჯიშონ, უსაზღვრო ენერგია აქვთ. მათი ლექსიკონი გაცილებით მდიდარია, ისინი წარმოთქვამენ სტრუქტურულად გამართულ ჩამოყალიბებულ წინადადებებს და გრამატიკულ სირთულეებსაც კარგად ართმევენ თავს. 
  

5 _ 6 წლის ასაკი  

ბავშვი ხუთიდან ექვსი წლის ასაკში ძალიან საყვარელია და ყველანაირად ცდილობს უფროსს ასიამოვნოს. ამ ასაკში პატარა ღია სოციალური არსებაა და ხშირად სამ_ოთხ მეგობართან ერთად თამაშობს. 5-6 წლის ბავშვი უპირატესობას თავისივე სქესის ამხანაგებს ანიჭებს. მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს იუმორის გრძნობა, უყვარს სხვადასხვა თამაშები, მაგრამ ცდილობს სულ თვითონ იყოს გამარჯვებული. ამ პერიოდისათვის მას უკვე შეუძლია ხანგრძლივი დროით ყურადღების მოკრეფა, უვითარდება კომპლექსური აზროვნება და პრობლემის გადაწყვეტის უნარი. ამ ასაკის ბავშვს ძალიან უყვარ საკუთარი აზრების გამოთქმა და სიტყვებით თამაში. მისი მეტყველება საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ის რთულ წინადადებებს ამბობს, საუბრობს და ლაპარაკისას დაშვებულ შეცდომებს ხშირად თავად ასწორებს. 

5-6 წლის პატარა მოძრავია, უყვარს ტანვარჯიში და ორგანიზებული სპორტული თამაში. მისი მოტორული განვითარება გაცილებით მაღალ დონეს აღწევს, თვითონ იცმევს ტანსაცმელს, ჭრის, ხატავს, წერს. ამ ასაკში ბავშვებს უკვე ახსოვთ წარსული. 

Категория: რჩევები | Просмотров: 2566 | Добавил: popularsge | Теги: დააკვირდით და შეამოწმეთ რამდენად სწ | Рейтинг: 5.0/1
Всего комментариев: 0
avatar