Главная » 2015 » ნოემბერი » 17 » დააკვირდით, რას ხატავს თქვენი პატარა და მიხვდებით მის პრობლემებს
12:30
დააკვირდით, რას ხატავს თქვენი პატარა და მიხვდებით მის პრობლემებს

ბავშვის ნახატმა შესაძლოა მრავალ საიდუმლოს ახადოს ფარდა. მოამარაგეთ თქვენი პატარა ფურცლებითა და ფერადი ფანქრებით და სთხოვეთ, ოჯახის წევრები დახატოს. 
ნუ გაგიკვირდებათ, თუ პირველად საკუთარ თავს დახატავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეგოისტია. უბრალოდ, ის საკუთარ სამყაროს ხატავს, რომლის მთავარი გმირიც თვითონ არის. თუ ფურცელზე მხოლოდ თავისი თავი გამოსახა, ოჯახიდან გარიყულად და მიტოვებულად გრძნობს თავს. საერთოდ, იგი ოჯახის იმ წევრებს დახატავს, რომლებსაც საკუთარ სამყაროში ახედებს და მნიშვნელოვან პიროვნებებად მიიჩნევს.

 

ბოლოს ფურცელზე ცხოველები და ფრინველები გაჩნდება. თუ ბავშვი მათ საკუთარი თავის შემდეგ დახატავს, მზრუნველობა, სითბო და სიყვარული აკლია. თუ ოჯახის რომელიმე წევრის მიხატვა „დაავიწყდა“, მას თავისიანად არ მიიჩნევს ან მასზე ნაწყენია და სამაგიეროს გადახდა სურს. 


თუ მშობლების გვერდით საკუთარი თავი მცირე ზომის დახატა, ბავშვი მშობლებზეა დამოკიდებული. ეცადეთ, ის უფრო დამოუკიდებელ, თავისუფალ პიროვნებად გაზარდოთ.

 

თუ ნახატზე ოჯახის წევრებს  ერთმანეთისთვის ხელი აქვთ ჩაკიდებული, ბავშვი თავს დაცულად გრძნობს, საკუთარ თავთან ახლოს ყველაზე საყვარელ ადამიანს გამოსახავს.

თუ მშობლები ხშირად კამათობენ, ნაკლებ დროს ატარებენ ერთად, პატარა მათ ქალღალდის სხვადასხვა კუთხეში მიუჩენს ადგილს. თუ საკუთარი  და-ძმა ყველაზე პატარები ან სხვებთან შედარებით მახინჯები დახატა, იგი მათზე ეჭვიანობს. თუ ოჯახის წევრები გაღიმებულები არიან, ფერადი ბუშტები და ყვავილები უჭირავთ, ეს იმის ნიშანია, რომ ბავშვი ოჯახში თავს ბედნიერად და დაცულად გრძნობს.

 

ახლა დააკვირდით _ როგორ დახატა ოჯახის წევრები? თუ რომელიმეს გრძელი ხელები აქვს, მისი ეშინია; თუ მამა შვილს ხშირად ეჩხუბება, ბავშვს მისთვის პირის დახატვა „დაავიწყდება“. პატარა, რომელიც ოჯახის წევრებთან თავს არაკომფორტულად გრძნობს, მათ გაშლილი ხელებითა და თითებით გამოსახავს. გრძელ ფეხება ოჯახის წევრები მიგვანიშნებენ, რომ პატარას მეტი დამოუკიდებლობა სურს. თუ ოჯახის ყველა წევრს ხელები მაღლა აქვს აწეული, ბავშვს მოსწონს, როცა მის გამო ნერვიულობენ და შეიძლება, განზრახ აშინებს კიდეც მათ.

 

როგორ აფერადებს ნახატს: ბავშვი მისთვის საყვარელ ადამიანსა და საკუთარ თავს ერთ ფერში გააფერადებს. სერიოზული და მშვიდი პატარები ძირითადად ცივ ფერებს იყენებენ. თბილი ფერები ენერგიულებსა და მხიარულებს მოსწონთ. თუ ნახატი შავ-თეთრ ტონალობაშია შესრულებული, ბავშვი სამყაროსგან გარიყულად გრძნობს თავს.

 

გაფერადების დროს თუ ბავშვმა კონტურები გადაკვეთა, დამოუკიდებელი და თავისუფლების მოყვარეა. თუ ყველაფერი აკურატულად გააფერადა და უფრო მეტიც _ კონტურსა და ძირითად ფერს შორის თეთრი ზოლი დატოვა, მას თქვენი მხარდაჭერა და დაცვა ესაჭიროება.

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

ანუკი არეშიძის ფეხსაცმელმა დიდი მოწონება დაიმსახურა

ყოფილმა მოდელისა და დიზაინერის ანუკი არეშიძის დიზაინით შექმნილმა ფეხსაცმელმა დიდი მოწონება დაისახურა.კახი კალაძის მეუღლემ  მისი ფოტო საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვვეყნა... 

 

ლიზა ბაგრატიონი მიხეილ ყაველაშვილს სიყვარულით მიმართავს

ლიზა ბაგრატიონი სოციალური ქსელით საკუთარი სიძეს, მიხეილ ყაველაშვილს გამოეხმაურა:"უკვე 22 წელია ჩემი სიძეა, მაგრამ ალბათ არასდროს მქონია საშუალება მისთვის სიყვარული ამეხსნა და... 

 

ცნობილები ორსულობის პერიოდში

ფეხმძიმობა უხდება ყველა ქალს, ამ დროს მომავალი დედები უფრო ნაზები და საყვარლები ხდებიან. ამჯერად გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ლამაზი და წარმატებული ქალების ორსულობის პერიოდის ...

 

აბა რამდენიმე წამით მოაშორეთ ბავშვს თვალი და...

გამოცდილმა მშობლებმა კარგად იციან, რამდენიმე წამიანი ბავშვის უყურადღებობამ როგორი შედეგები შეიძლება მოიტანოს. გთავაზობთ ახალბედა მშობლების ფოტოებს, რომლებმაც ბავშვები 15 წუთით ...

 

ელეგანტური საღამოს კაბები

ელეგანტური კაბების მოყვარულებს ინტერნეტ ჟურნალი populars.ge გთავაზობთ გრძელი საღამოს კაბების ფოტოებს. დაათვალიერეთ და შეარჩიეთ თქვენი სტილი...  

 

გამორჩეულად ლამაზი საქორწილო კაბები

საქორწილო კაბების თვალიერება მოსწონს პრაქტიკულად ყველა გოგოს. ამიტომაც გთავაზობთ გამორჩეულად ლამაზ სადედოფლო კაბების ფოტოებს... 

 

გრანდიოზული შოუ INTIMISSIMI ON ICE

იტალიის ლამაზ ქალაქში, ვერონაში 7 ოქტომბრის საღამოს მოეწყო რიგით მესამე საზეიმო ღონისძიება Intimissimi On Ice. მასში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ევგენი ... 

 

შოთა რუსთაველის ფრაზები „ვეფხისტყაოსნიდან“

ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს; ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა; არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალა; არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოვდების? ...

Категория: რჩევები | Просмотров: 2931 | Добавил: popularsge | Теги: რას ხატავს თქვენი პატარა?, დააკვირდით | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar