14:08 დაიდეთ ეს ნარევი სათვალეზე და განთავისუფლდებით ლაქებისა და ნაჩხაპნებისგან | |
თუკი თქვენს სათვალეს პატარა ნაკაწრები და ლაქები გაუჩნდა, გადაგდება არ იჩქაროთ. გთავაზობთ სამ უმარტივეს ხერხს, რომელმაც შესაძლოა ეს პრობლემა მოაგვაროს, ამასთან დაგჭირდებათ ისეთი უბრალო საშუალებები, რომლებიც სახლში ნამდვილად გაქვთ.
მაშ ასე, სათვალის გაწმენდის პირველი მეთოდი საჭმლის სოდას დაასხით წყალი და მოურიეთ, ისე რომ პასტის მასა მიიღოთ. მიღებული მასა წაუსვით სათვალის მინებს რბილი და მრგვალი მოძრაობებით. შემდეგ გარეცხეთ სუფთა, ცივი წყლით და გააშრეთ.
მეორე მეთოდით სათვალის გასაწმენდად დაგჭირდებათ კბილის პასტა ყველაზე გავრცელებული, თეთრი კბილის პასტა ძალიან კარგია რთულად მოსაშორებელი ნაკაწრებისა და ჭუჭყის გასაწმენადად. დაასხით ცოტაოდენი პასტა სათვალის მინებს და წრიული მოძრაობით წაუსვით. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყლით. თუ ნაკაწრები ღრმაა, მაშინ ეს პროცედურა გაიმეორეთ კიდევ ერთხელ.
მესამე ხრიკია სპრეი მონიტორებისთვის ან უბრალოდ მინის საწმენდი სათვლიდან ნაკაწრების მოშორება შესაძლებელია სპრეის გამოყენებითაც, რომელსაც მონიტორის გასაწმენდად იყენებნ. იგივე დანიშნულებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე უბრალო მინის გამწმენდიც. ეს საშუალებები მოაშორებენ სათვალის მინის ზედაპირზე წვრილ დეფექტებს. დაასხით ცოტაოდენი სითხე მინებს და გაწმინდეთ სუფთა ფლანელის ნაჭრით. ამის შემდეგ ნაკაწრები უნდა გაქრნენ, აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა კიდევ ერთხელ.
თუ ეს ინფორმაცია აღმოჩნდა სასარგებლო, გაუზიარეთ სხვებსაც. წყარო: 1m-idea.ru თარგმნა ფიქრია ჭალიძემ სიახლეები: საახალწლი წესები, რომლითაც ფულს, სიყვარულს და წარმატებას მოიზიდავთ
რა ფერებით ხატავს თქვენი ბავშვი?
PAOLO SEBASTIAN-ის ულამაზესი კოლექცია გაზაფხული-ზაფხული 2018
18 ტუჩსაცხი, რომელიც სიმსიმვნეს იწვევს
10 დიალოგები რუსულად: ყოველდღიური მოქმედებები
| |
|
Всего комментариев: 0 | |