ნეპალელ ბრძენებს მიაჩნდათ, რომ თუ ადამიანები ამ მითითებებსა და რჩევებს შეასრულებდნენ, მთელი ცხოვრება წარმატება არ მიატოვებდათ და დიდხანს იცოცხლებდა. აი, მათი მითითებებიც:
1. სხვების აზრს მოუსმინეთ, მაგრამ თქვენებურად მოიქეცით.
2. ნელა ილაპარაკეთ, მაგრამ ჩქარა იფიქრეთ.
3. ადამიანზე მისი ნათესავებით ნუ იმსჯელებთ.
4. როცა იტყვით: "მე შენ მიყვარხარ", მხოლოდ სიმართლე თქვით.
5. როცა ამბობთ, "ვწუხვარ", ადამიანს თვალებში უყურეთ.
6. არასოდეს დასცინოთ სხვის სიზმრებსა და ოცნებებს.
7. მიეცი ადამიანს იმაზე მეტი, რასაც ის შენგან ელის.
8. გონებაში ყოველთვის იმეორეთ თქვენი საყვარელი ლექსი.
9. არ დაიჯეროთ, რაც გესმით, დახარჯეთ ყველაფერი, რაც გაქვთ, იძინეთ მანამ, სანამ არ გამოიძინებთ.
10. გახსოვდეთ, დიდი სიყვარული და დიდი მიღწევა ყოველთვის უზარმაზარ რისკს მოითხოვს.
11. თუ აგებთ, სარგებელი ეძებეთ.
12. პატივი ეცით თავს და სხვებსაც, თქვენს ყველა საქციელზე პასუხი აგეთ.
13. პატარა კამათს დიდ მეგობრობას ნუ დაანგრევინებთ.
14. შეცდომა გამოასწორეთ, თუნდაც 20 წლის მერე.
15. ყოველ დღეს ცოტა ხნით მაინც განმარტოვდით.
16. მზად იყავით გაცვლისთვის, მაგრამ თქვენი საგანძური არ გასცეთ.
17. ხანდახან გაჩუმება ყველაზე კარგი პასუხია.
18. წიგნები იკითხეთ.
19. გწამდეთ ღმერთის, მაგრამ ყოველთვის დაკეტეთ თქვენი მანქანა და სახლი.
20. ჩხუბისას მოწინააღმდეგეს არ გაუხსენოთ წარსული.
21. სტროფებს შორის კითხვა ისწავლეთ.
22. უკვდავების მოსაპოვებლად, თქვენი ცოდნა ბავშვებს გაუზიარეთ.
23. დედამიწას ნაზად მოეპყარით.
24. სიტყვა არავის შეაწყვეტინოთ.
25. სხვის საქმეში არ ჩაერიოთ, ფუჭი რჩევა არ მისცეთ.
26. არ მიენდოთ იმას, ვინც ღია თვალებით გკოცნით.
27. ყოველ წელს წადით იქ, სადაც არასდროს ყოფილხართ.
28. სხვებს დაეხმარეთ.
29. გახსოვდეთ, თუ რაც გინდათ ის არ გამოგდით, იქნებ სწორედ ეს არის იღბალი.
30. უსმინეთ ექიმებს, მაგრამ ზოგი რამ არ შეასრულოთ.
31. თქვენი წარმატება იმის მიხედვით შეაფასეთ, რისი მსხვერპლად გაღება მოგიხდათ მის მისაღწევად.
32. თქვენი "მე" თქვენი მოგზაურობის ბოლო პუნქტია.
33. სიყვარულსა და საჭმლის მომზადებას გონების დაყოლება არ სჭირდება, ნუ შეგიყვარდებათ და ნუ მოამზადებთ სხვისი რეცეპტით.
|