Главная » 2016 » იანვარი » 30 » გაიგეთ ადამიანის ხასიათი მისი გემოვნების მიხედვით
19:52
გაიგეთ ადამიანის ხასიათი მისი გემოვნების მიხედვით

ფსიქოლოგებისა და დიეტოლოგების აზრით, იმის მიხედვით, თუ რას ჭამს ადამიაი, მისი ხასიათის გამოცნობა შეიძლება. 

ტკბილეულის მოყვარულ ადამიანს აკლია სიყვარული და ურთიერთგაგება. იგი ზედმეტადაა დამოკიდებული ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებზე... დეპრესიის დროს ადამიანი დესერტს ეტანება. გახსოვდეთ, რომ ტკბილეულს შორის სასარგებლო შავი შოკოლადია, ისიც რამდენიმე ნაჭერი და არა მთელი ფილა.

ხორცის მოყვარული ადამიანი რეალისტი, აგრესიული და მბრძანებლობის მოყვარულია.

რძის პროდუქტების მოყვარულებს სურვიი აქვთ, ყველაზე იზრუნონ. უყვართ ცხოველები და ბავშვები. განმარტოვებით ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. 

მამაკაცი, რომელსაც ცხელ სადილს ქილებში მოხუფული, ზამთრისთვის გამზადებული კონსერვები ურჩევნია, ბუნებით ტირანია. მისი აზრით, ქალი დამყოლი, თვინიერი, მამაკაცის მორჩილი და ნება-სურვილის შემსრულებელი უნდა იყოს. 

გურმანები მხიარული და ბედნიერი ახლხია. 

ფაფებისა და წვნიანების მოყვარულები მუდამ ყველაფრით უკმაყოფილო და მოწუწუნეები არიან.

მწარესა და სოუსების მოყვარული ადამიანი ტემპერამენტიანი და ავანტიურისტია. თუ გრძნობთ, რომ ცხოვრების ხალისი დაგეკარგათ, სანელებლებით შეზავებულ კერძებზე გადადით.

თხილის მოყვარულს სურს, რომ ყველგან და ყველაფერში პირველი იყოს.

პარკოსნების მოყვარულს გარისკვა არ უყვარს, დაკვირვებულია და შეცდომებს არ უშვებს.

მგრძნობიარე ადამიანები უმი ბოსტნეულის სალათებს ეტანებიან. ისინი ფსიქოლოგიურად გაწონასწაორებულები არიან. ნებისმიერი სირთულის პრობლემის მოგვარება შეუძლიათ.

Категория: რჩევები | Просмотров: 1726 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar