თუ გსურთ გემრიელად დაიძინოთ, გაიშალეთ სუფთა და ქათქათა თეთრეული. ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ თურმე არსებობს კავშირი ადამიანის ტემპერამენტსა და ლოგინის თეთრეულს შორის, რომელსაც ის ირჩევს.
ქოლერიკებს, ანუ ვისაც ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობილება, ურჩევენ მშვიდი ფერის თეთრეულის დაგებას _ ღია ცისფერი, სალათისფერი ან ხორცისფერი.
რაც შეეხება სანგვინიკებს, რომლებიც ფარ-ხმალს არასოდეს ჰყრიან, შეეფერებათ ნარინჯისფერი თეთრეული. აუღელვებელი ფლეგმატიკები, როგორც აღმოჩნდა, მშვიდად ლურჯ თეთრეულში დაიძინებენ.
მელანქოლიკები თავს კარგად იგრძნობენ თეთრ ან ნაცრისფერ მაქმანებიან თეთრეულში.
ხოლო დაჩითული და ჭრელი თეთრეული ყველას გაახალისებს, განსაკუთრებით კი _ ბავშვებს. |