Главная » 2017 » ოქტომბერი » 24 » ქართველი დიზაინერების ნაწარმი შესაძლოა მალე საზღვარგარეთ გაიყიდოს
16:58
ქართველი დიზაინერების ნაწარმი შესაძლოა მალე საზღვარგარეთ გაიყიდოს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი, რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა _ ALDUCA D'AOSTA (VENEZIA), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, NEW YORK), TESSABIT (MILAN) და L'ECLAIREUR (PARIS). 

 

"უკვე მე-7 სეზონია, რაც თბილისის მოდის კვირეულთან ვთანამშრომლობთ და ჩამოგვყავს ბაიერები, რათა ქართველი დიზაინერების ნაწარმი გაიყიდოს საზღვარგარეთ მაღაზიებსა და დიდ ქსელებში", _ აღნიშნა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წარმომადგენელმა ლიკა მეზვრიშვილი მოდის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. 

Категория: მოდა | Просмотров: 1338 | Добавил: popularsge | Теги: თბილისის მოდის კვირეული, ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar