Главная » 2015 » ოქტომბერი » 28 » ხალხური მედიცინის მიხედვით როგორ უნდა განდევნოთ მარილები ორგანიზმიდან
01:33
ხალხური მედიცინის მიხედვით როგორ უნდა განდევნოთ მარილები ორგანიზმიდან

ადამიანის ჯანმრთელობისათვის ორგანიზმში დიდი დოზით დაგროვილი მარილები სერიოზული პრობლემების მომტანია. ამ პრობლემას ჩვენი წინაპრები პრეპარატების გარეშე აგვარებდნენ. ქვემოთ სწორედ ხალხური მეთოდების შესახებ გიამბობთ. 

1) 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 გრ წყალი. ადუღეთ 5 წუთი. ჩაასხით თერმოსში და გააჩერეთ 1 ღამე. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. შასურველი მისი გაკეთება 3 დღე.
 
2) 5 ცალი ლიმონი გახეხეთ კანიანად. დაასხით 1/2 ლიტრი ცივი ბორჯომი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე და მიიღეთ ჭამის წინ 50 გრ (გაწურული).
 
3) 10ც ლიმონი გახეხეთ. დაასხით 1 ლიტრი ცივი ანადუღარი წყალი და 25 გრ ინგლისური მარილი. გააჩერეთ 1 დღე-ღამე. შემდეგ მიიღეთ სუფრის კოვზით ჭამის წინ (გაუწურავი).
 
4) 40 ცალი კაკლის უღელს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ განახევრებამდე. მიიღეთ ჭამის წინ 100 გრ. კურსი 1 თვიანია.
 
5) 200 გრ ნიახური (ძირებიანი უკეთესია), ადუღეთ 1 ლიტრ ბორჯომში 10 წუთი. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 100 გრ ჭამის წინ 30 წუთით ადრე. 

6) 200 გრ პირშუშხა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. 200 გრ თაფლი, 200 გრ ნიახური, 200 გრ არაყი, 200 გრ ლიმონი _ ყველაფერი ეს გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ თაფლი და არაყი. შედგით მაცივარში 5 დღით. გაწურეთ და მიიღეთ დილა-საღამოს სადილის კოვზით, ჭამის შემდეგ. 

7) 20 ც აკაციის მწიფე ნაყოფი მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში. დააყენეთ 1 ლიტრამდე. გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 გრ ჭამის წინ 30 წუთით ადრე.
 
8) ასკილის, მაყვლის და ენდროს ძირებს მარილები დიდი რაოდენობით გამოაქვს შინაგანი ორგანოებიდან.

Категория: ჯანმრთელობა | Просмотров: 2668 | Добавил: popularsge | Теги: ხალხური მედიცინის მიხედვით მარილები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar