Главная » 2016 » იანვარი » 9 » კონსტანტინე გამსახურდიას გამონათქვამები
20:48
კონსტანტინე გამსახურდიას გამონათქვამები

***

მხოლოდ მოკლე თქმაში გამოჩნდება ოსტატი.

***

თუ ქალის გულის მონადირება გინდა, მომატებული ყურადღება არ უნდა მიაქციო.

***

ქალს სწორედ ისეთ დროს უნდა წაავლო ხელი, როცა ჭოჭმანს მოყვება. 

***

ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერალის რომანსა ჰგავს, ჩაათავებ და იტყვი: ნეტავი, არ წამეკითხაო!

***

ყველა დრო კარგია, თუ კაი თავი გაბია კაცს. 

***

ყოველივეს, რასაც ბედი გვაძლევს, იგივე წაიღებს ბოლოს. 

*** 

არავის იმდენი მტერი არ ჰყავს, რამდენიც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს. 

***

ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამქვეყნად. 

***

ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. 

***

ხალხი თუ გაძღა, ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც. 

***

არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი. 

***

მლიქვნელთა თათბირი არც ერთ მეფეს არ გამოსდგომია. 

***

 ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა. 

***

არავის ისე არ უჭირს სიბერის სენი, როგორც პოეტს, რადგან მასში ყველაზე ხანგრძლივად ცხოვრობს ბავშვი და ჭაბუკი. 

***

ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რაიმეს წინაშე შიში არ ეგრძნო, არც თუ ბრძენია, სადმე ერთხელ სისულელე არ ეთქვას. 

***

გულფიცხობა მტერია ყოველგვარი წარმატებისა.

***

ურმით დადის ბედისწერა. რაც არ უნდა ირბინო, ბოლოს მაინც წამოგეწევა.

***

ლენცოფას ჯერ არსად მოუსხამს ვარდი. 

***

ლომს, თუნდაც ცალთვალას, ვინ შეჰბედავს, ელამი ხარო!

***

სპილო ხორთუმით კლავს მსხვერპლს, გველი _ კოცნით, მეფე _ღიმილით, ხოლო მოღალატე _ პატივის მიგებითა.

***

ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს. 

***

ვინც ყველა ციხეს ერთბაშად მოუნდომებს აღებას, საკუთარი და აღებულიც დაეკარგება. 

***

გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა ისევე სააუგოა, როგორც წრესგადასული სიძუნწე. 

***

უჭკუონი და უნამუსონი უკეთ ეწყობიან ამ წუთისოფელში.

***

ყოველ ცოცხალ ადამიანს, ყოველ დიდ მკვლევარს და დიდ მწერალს ოპოზიცია ჰყოლია და ეყოლება მუდამ. ეს საგანთა ბუნების შემცველი კანონია. 

***

თუ ადამიანს რწმენა აქვს, იგი უძლეველია უთუოდ. 

***

ჭაღარა არაფერია. მთავარია სულში არ გაუჩნდეს ადამიანს ჭაღარა.

***

დიდი კაცის სახელი დიდ რემეებს ავალებს ადამიანს. 

***

ბუნებას ყველაფერი უდიდესი მიზანშეწონილობითა აქვს გაზომილი.

***

როგორც წერას, ისე სროლასაც დროის შერჩევა უნდა. 

***

ისეთი მამლებიც ბევრია ამქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ყივიან. 

***

მწერლობა გველზე ნადირობაზე უფრო ძნელია. 

***

წარმატებას მტრებისა და მეშურნეების გაბოროტებაც მოსდევს. 

***

სისხლი აკავშირებს, სისხლი სთიშავს ადამიანებს. 

***

ხელოვანიც ხშირად ლუკმაპურის მონაა. 

***

გენიოსები დიდ აზრებთან ერთად გაუგონარ პარადოქსებსაც არ თაკილობენ.

***

ყოველ ციხეს თავისი ხვრელი მოეძებნება. 

***

სიამაყის გარეშე წარმოუდგენელია შემოქმედება. ვინც მარმარის გაურანდავი ნაკვეთიდან სილამაზეს, სითბოს და სიყვარულს აღძრავს, იგი უეჭველად ჯადოქარია. 

***

სანამ დედა ჰყავს კაცს, მუდამ ახალგაზრდად ითვლება. 

***

დიდი სინათლე არეტიანებს, როგორც ნადირებს, ისე ადამიანებს. 

***

ჯერ არც ერთი მეფე ჭკვიან ვეზირებს არ გაუხდიათ ბრძენი. 

***

ჩვენს ქვეყანაში მოსული სჯობს ჩვენი ხალხის სილამაზეს აქებდეს უწინარეს ყოვლისა: მთები რომ ლამაზები გვაქვს, ეს ჩვენი დამსახურება როდია. არა მგონია, ჩვენი დიაცების სილამაზეც ჩვენი დამსახურება იყოს. ჩვენი დამსახურება ისაა, ეს ლამაზი ქვეყანა რომ შევირჩინეთ. 

***

ნამდვილი გმირები ხანდახან ტანმორჩილნი არიან და უჩინარნი. 

***

ბიჭობა ისაა, იგი აქო, რაც სხვებს არ უქიათ ჯერ (საამისოდ ახლის შენიშვნის უნარიცაა საჭირო).


 

პოპულარს.ჯი

გააზიარე ფრაზა, რომელიც მოგეწონა

ფრაზის მონიშვნით, შეგიძლიათ მისი გაზიარება.

Категория: გამონათქვამები | Просмотров: 4090 | Добавил: popularsge | Теги: კონსტანტინე გამსახურდია, გამონათქვამები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0