Главная » 2023 » აპრილი » 10 » ქოფირაითინგის მიდგომა _ პოზიტიური ხატები
16:53
ქოფირაითინგის მიდგომა _ პოზიტიური ხატები

ქოფირაითინგში არსებობს მოსაზრება, რომ ნაწილაკის „არ“ გამოყენება ცუდია. მაგრამ არავინ საუბრობს, რატომ. არაფერი ცუდი ამაში არაა, თუმცა არის ერთი გასათვალისწინებელი ნიუანსი. როცა ჩვენ ვწერთ სიტყვებს, აუდიტორია ამ სიტყვებს კითხულობს და მისი ტვინი კრებს წარმოსახვაში ხატებს (ნიმუშებს, ხატულებს). ხატები იწვევენ ემოციურ რექციას, რომელიც შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ტრიბუნაზე გამოდის ორი ადამიანი.

პირველი ადამიანი: „მე არ მინდა, რომ ჩვენი ხალხი ცუდად იყოს, ავადმყოფობდნენ და უბედურები იყვნენ. მე არ მინდა, რომ ისინი იტანჯებოდნენ და თავისი მომავლის შიშში ცხოვრობდნენ. მე არ მინდა, რომ მათ სრცხვენოდეთ საკუთარი თავისა და შვილების გამო“.

მეორე ადამიანი: „ მე მინდა, რომ ჩვენი ხალხი იყოს მდიდარი, ჯანმრთელი და ბედნიერი! მე მინდა, რომ მათ უხაროდეთ და ცხოვრობდნენ ხვალინდელ დღეში დარწმუნებულები. მე მინდა, რომ ისინი იყვნენ ამაყები საკუთარი თავისა და შვილების გამო“.

არსებითად ისინი ორივენი ერთი და იგივეს ამბობენ. მაგრამ რომლის გამოსვლა უფრო სასიამოვნო მოსასამენი და მისაღებია თქვენთვის? ალბათ მეორის. იმიტომ რომ, ის პოზიტიური ემოციებით არის დატვირთული, მისი წაკითხვაც კი, დამეთანხმებით და გაცილებით სასიამოვნოა. ასევე იქცევიან და ასეთივე მიდგომით წერენ ტექსტებს ქოფირაითერებიც.


*   რა არის ქოფირაითინგი

Категория: გაკვეთილები | Просмотров: 598 | Добавил: popularsge | Теги: სარეკლამო ტექსტების წერა, ქოფირაითინგის კურსები, ქოფირაითინგი | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar