19:59 ლევან სვანიშვილი სამხატვრო პრიზის პირველი ადგილის მფლობელი გახდა | |
ახალგაზრდა მხატვრის წარმატება დუსელდორფის აკადემიაში. ლევან სვანიშვილი სამხატვრო პრიზის პირველი ადგილის მფლობელი გახდა პირვალად ისტორიაში, ცნობილი გერმანული სამხატვრო პრიზის- Rundstedt & Partner GmbH- ის პირველი ადგილის მფლობელი ქართველი მხატვარი, დუსელდორფის აკადემიის სტუდენტი, ლევან სვანიშვილი გახდა. მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა ხელოვანებს პირველ ეტაპზე საბუთები ელექტრონულად უნდა გაეგზავნათ, ხოლო ნამუშევრები დუსელდორფის აკადემიის საკონფერენციო დარბაზში წარედგინათ. თითოეულ სტუდენტს მაქსიმუმ ორი ნამუშევრის გატანის უფლება ჰქონდა. კონკურსში მონაწილეობა 131-მა ხელოვანმა მიიღო, ფინალში 28 გავიდა, ხოლო 3 რჩეული მონაწილე ჟიურის 9 წევრმა ხმის მიცემის მეთოდით შეარჩია. ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ სტუდენტებმა გამოფენის გახსნის დღეს შეიტყვეს. პირველ ადგილზე გასული ლევან სვანიშვილი 3000 ევროთი დაჯილდოვდა. მეორე ადგილის მფლობელს ჯეი სონ რიონს- 2000 ევრო , ხოლო მესამე ადგილს ლაურა ზაქსს - 1000 ევრო გადეცა. პირველი პრიზი 10 წლის წინ, Eberhard von Rundstedt -ის მიერ გაიცა და ის დუსელდორფის აკადემიის ყველაზე წარჩინებულ სტუდენტებს 2 წელიწადში ერთხელ გადაეცემათ. 28 სტუდენტის ნამუშევრების გამოფენის დათვალიერება, დუსელდორფში, რუნდსტედის ოფისში, დეკემბრის ბოლომდეა შესაძლებელი. ელენე გვასალია
| |
|
Всего комментариев: 0 | |