Главная » 2016 » ნოემბერი » 20 » ლირა ოჩიგავა: "მცირე ბიზნესის განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის"
14:14
ლირა ოჩიგავა: "მცირე ბიზნესის განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის"

რუბრიკაში „გვიამბეთ, თქვენი ბიზნესის შესახებ“ გთავაზობთ ახალი პატარა ბიზნესის მწარმოებელს ლირა ოჩიგავას. მისი საქმიანობა ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა რომ დასჭირდეს.  

_ გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ?  

_  თითქმის ერთი წლის წინ ჩავერთე სახელმწიფიოს მიერ გამოცხადებულ პროექტში  _ „აწარმოე საქართველოში“, სადაც გადავაგზავნე ჩემს მიერ დაწერილი ბიზნეს-გეგმა. პროექტმა რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ დაფინანსება მიიღო. ჩემი საქმიანობა მოიცავს ხარისხიანი თეთრეულის, მაგიდის გადასაფარებლებისა და ფარდების შეკერვასა და რეალიზებას. ვყიდი მზა პროდუქციასაც და ვიღებ შეკვეთებსაც ინდივიდუალურად.


 _ რა არის თქვენი კომპანიის მთავარი გამორჩეული თვისება? რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენზე?

_ ჩვენს მიერ წარმოებილი პროდუქციის  გამორჩეულობა იმაშია, რომ ვკერავთ ხარისხიანი ქსოვილებით და ხარისხიანად, თუმცა, ამავე დროს,  მომხმარებელს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შეარჩიოს ნაჭერი და მოდელი. მომხმარებელს ვთავაზობთ სპეციალური  საქარგი მანქანის დახმარებით კონკრეტული ორნამენტებისა თუ წარწერების მოქარგვას. 


_ რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს?

_  მთავარია, იყოს მონდომებული და ამ საქმიანობით დაინტერესებული, ჩემი მხრივ კი შევუქნი სასიამოვნო გარემოს, რათა თავისი იდეების რეალიზებაც მოვახდინოთ.

 

_ როგორ ფიქრობთ, რანდენად მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის მცირე ბიზნესის განვითარება და როგორ შეაფასებთ მის მდგომარეობას?

_  მგონი ყველა ვთანხდებით იმაზე, რომ მცირე ბიზნესის განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის. მოსახლეობის დასაქმებით მოიხსნება ის ელემენტარული პრობლებლემები, რაც ასე ხშირად გვხვდება საზოგადოებაში. 


_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

_ სამომავლოდ მინდა უფრო მეტად გავაფართოვო საქმიანობა, საზოგადოების უფრო მეტმა ნაწილმა გაიგოს ჩვენი პროდუქციის შესახებ და  წარმატებას მივაღწიოთ სრულიად საქართველოს ბაზარზე.  


_ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, როგორ და სად დაგიკავშირდნენ თქვენთან თანამშრომლობით დაინტერესებული პირები?

_ ტელეფონი: 555 60 98 63 და ასევე შეკვეთებს ვიღებთ facebook-ის გვერდიითაც.     


_ გისურვებთ წარმატებებს!

_ მადლობა თქვენ, რომ მომეცით საშუალება საზოგადოებას გავაცნო ჩემი საქმიანობის შესახებ. 

 


პროდუქციის რამოდენიმე ნიმუში:

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

ფრთხილად, ახალი ვირუსის ეპიდემია! მშობლებო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ

ფოტოგრაფი, რომელმაც დიასახლისები დედოფლებს დაამსგავსა!

10 ამოცანა, რომელიც შეუძლია გამოიცნოს მხოლოდ ნამდვილმა ან მომავალმა მილიონერმა!

აი, რატომ აცვიათ ქირურგებს ცისფერი ან მწვანე ფერის ხალათები და არა თეთრი

10 ფოტო, რომელშიც თავის თავს ყველა მშობელი ამოიცნობს

5 კომპონენტი, რომელიც თქვენს შამპუნში არ უნდა იყოს თუ გინდათ, რომ ჯანმრთელები იყოთ

5 საშუალება, როგორ გაარჩიოთ ბრენდი ყალბისგან

Категория: ბიზნესი | Просмотров: 959 | Добавил: popularsge | Теги: შენი ბიზნესის შესახებ, გვიამბე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar