14:42 მადონას ემოციური სიტყვა პარიზზე ნათქვამი და ცრემლებით შესრულებული სიმღერა (ვიდეო) | |
სტოკჰოლმში, შაბათს გამართულ კონცერტზე მადონამ დამსწრე პუბლიკას სიტყვით მიმართა: „ჩემთვის ძალიან რთულია დღეს სცენაზე გამოსვლა და იმაზე ფიქრი, რა მოხდა პარიზში. მანადგურებს ფიქრი იმაზე, რომ უნდა ვიმღერო და ვიცეკვო მაშინ, როდესაც ხალხი დაღუპულ ახლობლებს გლოვობს. გამოცლილი და დაბნეული ვარ. მინდოდა კონცერტის გადადება, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე. მათ ხომ სწორედ ეს უნდათ ჩვენგან, გაგვაჩუმონ. ამას ისინი ვერასოდეს შეძლებენ.“ – განაცხადა ატირებულმა მომღერალმა კონცერტზე. მადონამ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
| |
|
Всего комментариев: 0 | |