01:23 მამაკაცის მიზნებს თავისი საქციელით ამოიცნობთ | |
უკვე ერთი კვირის ნაცნობა გაქვთ თქვენს პარტნიორთან და ოცნებებში ცურავთ? იქნებ მას უკვე ოჯახის წევრადაც მიიჩნევთ, თუმცა სანამ ასე მიენდობოდეთ, ურიგო არ იქნებოდა მისი თქვენთან ურთიერთობის ნამდვილი მიზანი იცოდეთ. ამაში კი მამაკაცის საქციელი თავად გაგარკვევთ: 1. იგი ცდილობს დამალოს თავისი თქვენდამი გრძნობა, მაშინ არ გაბედოთ და ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხოთ. 2. მამაკაცის საქციელი თავდაპირველად მის გრძნობებზე მეტყველებს. თუკი მან ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები გაცნობისთანავე წარმოგიდგინათ, ჩათვალეთ, რომ ის თქვენზე სეროზულად ფიქრობს. 3. იდეალური შემთხვევაა, თუ ცდილობს ყოველი შეხვედრა თავის ნაცნობ-მეგობართა წრეში შედგეს. 4. თუკი თავის მეგობრებს არ გაცნობთ, ნურც დააძალებთ. ასეთი საქციელი მიანიშნებს, რომ მას მეტისმეტი დაახლოების ეშინია. 5. თუ თქვენი პარტნიორი მეგობრების თანდასწრებით ხელში აგიყვანთ, მხარზე მოგხვევთ ხელს ან ნაზად მოგეფერებათ, მაშინ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ მისთვის “ვიღაც” უფრო ხათ, ვიდრე “რაღაც”. 6. იმ შემთხვევაში თუ ის სხვების თანდასწრებით თმაზეც კი არ მოგეფერებათ, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის სულერთი ხართ. | |
|
Всего комментариев: 0 | |