09:02 “Mercedes-Benz Fashion Week TBILISI 2017" ავთანდილის ჩვენებით გაიხსნა | |
“Mercedes-Benz Fashion Week TBILISI 2017"-ის პირველი დღე დიზაინერ ავთანდილის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. როგორც ყოველთვის მისი კოლექცია ამჯერადაც გამოირჩეოდა დახვეწილობით, ფერების შეხამებით, ხარისხიანი ქსოვილებითა და ქალურობის გამოხატვით. 2 ნოემბერს ცქვიტინიძემ მოდის მოყვარულებს ისეთი ქალბატონი წარმოუდგინა, რომელიც თავის გარდერობს ყველა დანიშნულებით იყენებს. "ის არ ყვება ემოციებს, ძალიან სწორად არჩევს ტანსაცმელს, რომ იყოს ეფექტური და მომხიბვლელი. ის ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის მოხაერხებს", _ განმარტა დიზაინერმა populars.ge-სთან საუბარში. მოდის კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იყო გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის კოლექცია.
| |
|
Всего комментариев: 0 | |