Главная » 2015 » დეკემბერი » 6 » მიკროავტობუსში საახალწლო ასაფეთქებლის აფეთქების შედეგად მძღოლმა მხედველობა დაკარგა
16:44
მიკროავტობუსში საახალწლო ასაფეთქებლის აფეთქების შედეგად მძღოლმა მხედველობა დაკარგა

№192-ე სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსში საახალწლო ასაფეთქებლის აფეთქების შედეგად მიკროავტობუსის მძღოლმა მხედველობა დაკარგა.

“ინტერპრესნიუსს” კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” განუცხადეს,რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი გააჩერა ერთ-ერთმა პირმა და ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული სრულწლოვანია.

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 1645 | Добавил: popularsge | Теги: მიკროავტობუსში საახალწლო ასაფეთქებლ | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar