Главная » 2015 » ნოემბერი » 25 » მითხარი, რით იკვებები და გეტყვი როგორი ხარ?
23:53
მითხარი, რით იკვებები და გეტყვი როგორი ხარ?

თუ თქვენ სიგიჟემდე გიყვართ ხილი, ე.ი. ყურადღებიანი და მგრძნობიარე ბრძანდებით. ბევრი მეგობარი გყავთ, კონკურენცია თქვენი საქმე არ არის. ხილის მოყვარულები თავბრუდამხვევი კარიერისკენ არ მიისწრაფვიან. ისინი ისეთ საქმიანობას ანიჭებენ უპირატესობას, სადაც კარგად გამოვლინდება მათი შემოქმედებითი პოტენციალი. ამბიციის უქონლობის გამო ხშირად უდარდელად და უზრუნველად გამოიყურებიან.

 

ბოსტნეულზე აფანატებთ? ე.ი. ენერგიის მოზღვავებას განიცდით. პროფესიულ სარბიელზე წარმატებებს აღწევთ. ბოსტნეულის მოყვარენი ცოდნის წყურვილით გამოირჩევიან და ფრიად პატივმოყვარენი არიან. მათი მონდომება გარშემომყოფებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. ისინი მშვიდები და უკონფლიქტოები არიან, დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას. ასეთი ტიპის ადამიანები ვეგეტარიანელებად ითვლებიან. მათ ნაკლები მარილი უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შაკიკი და კუჭის პრობლემები დატანჯავთ. 


საჭმელებიდან ხორცს გამოარჩევთ? მაშინ ყოველდღიურობაში იმპულსური ყოფილხართ. თქვენი ცხოვრება აღმასვლებითა და დაღმართებითაა სავსე. გემრიელი ხორცის ფანატები ხშირად აღწევენ წარმატებას, თუმცა ყოველთვის როდი ახერხებენ თავიანთი გეგმების თანმიმდევრულად განხორციელებას. პარტნიორულ ურთიერთობებში მუდმივობით არ გამოირჩევიან. იმისათვის, რომ სწორედ წარმართოთ თქვენი ცხოვრება, კრიტიკაზე სწორედ რეაგირება უნდა ისწავლოთ. ხორცის მოყვარულებს ხშირად თავს ატყდებათ კუჭნაწლავთან და სისხლ-ძრაღვებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის გართულება, აგრეთვე, მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ.

 
თევზი და ზღვის პროდუქტები გიყვართ?  ე.ი. მშვიდი ბუნებით და სტაბილურობით გამოირჩევით. თქვენი გაწონასწორებულობით მეგობრებისა და კოლეგების პატივისცემას იმსახურებთ. ოჯახურ თანაცხოვრებაში საიმედო დასაყრდენი ხართ, თუმცა გულგახსნილობით არ გამოირჩევით. არ გჩვევიათ ამა თუ იმ ადამიანსა თუ მოვლენაზე საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმა, რის გამოც, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვნებთ. 


ცხარე კერძების მოყვარულებს  ყოველთვის გამოარჩევთ ცეცხლოვანი ტემპერამენტით. მათ მუდამ თავგადასავლების წყურვილი კლავთ. ამიტომ წიწაკის მოყვარულებმა აქტიური სამსახური უნდა შეარჩიონ, რათა მათი ენერგია კალაპოტში მოექცეს.  ამ ტიპის ადამიანებისგან სასიყვარულო გმირობების ჩადენა არ უნდა გაგიკვირდეთ. მათი ყველაზე დიდი ნაკლი ეგოიზმია. შელაპარაკებას ვერ იტანენ. ვეგეტარიანელების მსგავსად, მარილიან კერძებს ისინიც უნდა მოერიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ექნებათ.   


მსუყე საკვებისკენ მიგიწევთ გული?  რაც უნდა გასაკვირად გეჩვენოთ, ამ ტიპის ადამიანები სწრაფები და მოძრავნი არიან. სამსახურში მათ ინდივიდუალისტებად თვლიან, თუმცა მიუხედავად ამისა, კარიერულ აღმასვლას მაინც აღწევენ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად ახსენებთ თავს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ძილის წინ მადისაღმძვრელ კერძებს გულგრილად გვერდს ვერ უვლიან. ხშირად მათ კანის პრობლემებიც აწუხებთ.  

 

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 1843 | Добавил: popularsge | Теги: ხასიათი საკვების მიხედვით | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar