Главная » 2015 » ნოემბერი » 17 » მხოლოდ ქალებისთვის
12:34
მხოლოდ ქალებისთვის

ქალებს არაერთი საიდუმლო გვაქვს, რომელსაც მამაკაცებს ვუმალავთ. ჩვენ არ გვსიამოვნებს, როდესაც მამაკაცის წინაშე ჩვენი ნაკლი ვლინდება. მაგრამ ფაქტები ჯიუტობენ. სამყაროს გაჩენიდან დღემდე  ქალებსა და მამაკაცებზე დაკვირვება მიმდინარეობს , ხან ერთს ენიჭება უპირატესობა, ხან მეორეს. ამ ჯერად კი, მანდილოსნებო, იმედები უნდა გაგიცრუოთ.

ქალი მამაკაცთან შედარებით უფრო ნაზი, ტანმორჩილი და ფიზიკურად ნაკლებად განვითარებულია.
საშუალოდ ქალი მამაკაცზე 10-12 სანტიმეტრით დაბალია და 7-8 კილოგრამით მსუბუქი.

ქალის გულის მოცულობა და წონა მამაკაცთან შედარებით 10-15% ნაკლებია.

ქალის ფილტვების ტევადობა მამაკაცთან შედარებით 1000 კუბური სანტიმეტრით ნაკლებია.

ქალებს მამაკაცებთან შედარებით ბევრად უფრო პატარა თითები აქვთ.თუმცა მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო პატარა ზომისაა ხელის თითები, მით უფრო მეტად არის მასში შეხების შეგრძნებები განვითარებული.

მამაკაცის ტვინი ქალთან შედარებით 10 % უფრო დიდი ზომისაა.

ქალებს თვალისჩინი 35 წლის ასაკიდან აკლდებათ, ხოლო მამაკაცებს  უფრო გვიან დაახლოებით 45 წლის ასაკში.

მოამზადა თამუნა ქემერტელიძემ

Категория: რჩევები | Просмотров: 1773 | Добавил: popularsge | Теги: მხოლოდ ქალებისთვის | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar