21:36 მხოლოდ სიყვარული არასოდესაა საკმარისი | |
გიფიქრიათ იმაზე, რომ საყვარელ ადამიანთან ბედნიერი ურთიერთობის შესაქმნელად მხოლოდ სიყვარული არასოდესაა საკმარისი? და მაშინ რა არის საჭირო კარგი ურთიერთობისთვის? კაცებისგან ხშირად მსმენია, ქალებს მარტო ფული უნდათ, ან ასევე ქალებისგან მსმენია, ბევრი შვილი იმიტომ გააჩინა, რომ ქმარი „დაეჭირა“. სინამდვილეში კი გაფუჭებულ ურთიერთობასა და ოჯახს ვერც შვილები, ვერც ფული და ვერც კარგი სექსი ვერ შველის. ან ალბათ გინახავთ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, გარიგებით დააოჯახეს, მთელი ცხოვრება ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, იქნებ არც შვილი ჰყავდათ, მაგრამ თითით საჩვენელები კარგი ოჯახი და ურთიერთობა ჰქონდათ? და დარწმუნებული ვარ, გინახავთ შეყვარებულები, რომლებიც დიდი სიყვარულით დაოჯახდნენ, ჰქონდათ სახლიც, მანქანაც, ჰყავდათ შვილებიც, შესაძლებლობაც, მაგრამ მაინც სულ სკანდალები იყო ოჯახში, საბოლოოდ კი ან დაშორდნენ ან ფორმალურად ინარჩუნებდნენ ოჯახის სახეს. და თუკი სიყვარულია ყველაფერი, მაშინ რატომ ხდება ასე? რამდენ ადამიანსაც არ უნდა ჰკითხოთ, რა არის სიყვარული, დამეთანხმებით, რომ ყველა სხვადასხვანაირად გიპასუხებთ. მოდით ვცადოთ და ვნახოთ ვინ როგორ აღვიქვამთ მას, დაწერეთ კომენტარებში, რა არის თქვენი აზრით სიყვარული? სიყვარული ფართო ცნებაა, ალბათ ამიტომაცაა რომ ის ყველას სხვადასხვანაირად ესმის. მაგრამ ერთზე ვფიქრობ ყველანი შევთანხმდებით: ეს არის გრძნობა და ემოცია, რომელსაც ჩვენში სხვა ანუ მეორე ადამიანი იწვევს. ამ გრძნობას ხშირად მუცელში „პეპლების ფრენასაც“ ადარებენ. და დიახ, ადამიანისთვის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი, ბედნიერებისა და კარგი ურთიერთობის შესაქმნელად კი სულ სხვა რამაა საჭირო. კერძოდ, ფსიქოლოგების აზრით ვერასდროს შექმნით კარგ ურთიერთობას თუკი თქვენს შორის არ იარსებებს კარგი კომუნიკაცია, ნდობა, ურთიერთგაგება და პატივისცემა. საინტერესოა, რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას ან რა არის კარგი ურთიერთობითვის საჭირო თქვენი აზრით? ჟურნალისტი, ნლპ ქოუჩი ფიქრია ჭალიძე
რის შესახებ არ გეტყვით არასოდეს ახლობელი ადამიანიც კი
რითი დაიმსახურეთ ასეთი ურთიერთობა თქვენს რჩეულთან და როგორ გამოასწოროთ ის
| |
|
Всего комментариев: 0 | |