Главная » 2015 » ოქტომბერი » 31 » მორიდებულებს ქორწინებაში არ უმართლებთ
17:11
მორიდებულებს ქორწინებაში არ უმართლებთ

მორიდებულობა და სიმორცხვე შესაძლოა ადამიანს უხდებოდეს კიდეც, მაგრამ როგორც ფსიქოლოგები ირწმუნებიან, ასეთი პიროვნებები ვერც ცხოვრებაში და ვერც სიყვარულში წარმატებას ვერ აღწევენ.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ მორიდებულობამ და სიმორცხვემ შესაძლოა, საწინააღმდეგო სქესის ინტერესი გამოიწვიოს, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან მიმართებაში, მაგრამ როცა საქმე გრძელვადიან ურთიერთობებს ეხება და მითუმეტეს ქორწინებას, ყველაფერი თავდაყირა დგება. გადაუწყვეტელობამ ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან (არ აქვს მნიშვნელობა რომლის) შესაძლოა ოჯახური ცხოვრება სერიოზულად დააზიანოს ან დაანგრიოს კიდეც.

ასეთ დასკვნამდე ფსიქოლოგები ორი კვლევის (როგორ მოქმედებს სიმორცხვე პირად ცხოვრებასა და ქორწინებაზე) ჩატარების შედეგად მივიდნენ. ჩატარებული სამუშაოების ავტორებმა ლევი ბეიკერმა და კ. მაკნალტიმ დააფიქსირეს, რომ ერთ-ერთი მეუღლის მორიდებულობა ამცირებს დაოჯახებული წყვილის ურთიერთობის საერთო ხარისხს და ასევე, მივყავართ მწვავე პრობლემებამდე. თუ ერთ-ერთი ახალგაზრდა მეტისმეტად მორიდებული აღმოჩნდა, ოჯახში იწყება კონფლიქტები ერთობლივი ბიუჯეტისა თუ საოჯახო ვალდებულებების გაყოფისათვის. გარდა ამისა, ასეთ წყვილებს არ ყოფნით ერთმანეთის მიმართ ნდობა და აქედან გამომდინარე მათ ურთიერთობაში, როგორც მემკვიდრეობა, თავს იჩენს ეჭვიანობა.

ადამიანის თვითდაურწმუნებლობა ხდება მიზეზი ქორწინებისა და მეორე ნახევრის გამო უკმაყოფილებისა. აღსანიშნავია, რომ საკუთარ თავში დაურწმუნებლობა იწვევს ადამიანის მხრიდან თავისი პიროვნების შეფასების დაბლა დაწევას.

ფსიქოლოგები ასეთ ადამიანებს საკუთარ თავზე მუშაობისაკენ მოუწოდებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სიმორცხვისა და მორიდებულობის დაძლევა შესაძლებელია, რაც თავისთავად აისახება მათ ცხოვრებისეულ წინსვლაზეც.        
 
     მოამზადა დალი ვასაძემ 

Категория: რჩევები | Просмотров: 1767 | Добавил: popularsge | Теги: ქორწინება | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar