Главная » 2016 » იანვარი » 18 » მორწმუნესა და ურწმუნოს დიალოგი
17:06
მორწმუნესა და ურწმუნოს დიალოგი

ინგლისის ერთ სოფელში ერთმა ურწმუნომ ურწმუნოების დასაცველი სიტყვა წაიკითხა და მსმენელთაგან პასუხს იწვევდა. ერთი მოხუცი წელში მოხრილი ღარიბი დედაკაცი გამოვიდა და უთხრა: 
_ ბატონო, მე რამდენიმე სიტყვა მსურს გითხრა.
_ რას იტყვით, ბებია? _ უთხრა ურწმუნომ.
_ აი, რას: დიდი ხანია მას შემდეგ, რაც დავქვრივდი, დამრჩა 8 მცირეწლოვანი შვილი და ერთადერთ ჩემს სიმდიდრეს შეადგენდა დაბადება (ბიბლია). ვცხოვრობდი ამ წიგნის სწავლის თანახმად და ვლოცულობდი რა ღმრთის წინაშე, შევძელი ჩემი შვილების აღზრდა. ახლა ცალი ფეხი სამარეში მიდგას, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან მოველი ზეცას ქრისტესთან საუკუნო ცხოვრებას. აი, რა მიყო მე სარწმუნოებამ. ახლა თქვენ მითხარით: თქვენ რაღა გიყოთ თქვენმა ურწმუნოებამ?
ურწმუნომ უპასუხა:
_ ბებია, მე თქვენ ნუგეშს არ გართმევთ.
_ მე ჩემს თავზე არ გელაპარაკებით, გეკითხებით, თქვენთვის რა ჰქმნა თქვენმა ურწმუნოებამ.
ურწმუნოს უნდოდა რაიმე ეთქვა გასამართლებელი პასუხი გაეცა, მაგრამ მსმენელებმა ხმამაღლა შეაქეს მოხუცი დედაკაცის სიტყვები და ურწმუნო შერცხვენილი გაშორდა მათ. 

 

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 1770 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar