Главная » 2015 » ნოემბერი » 15 » ნამდვილი სიყვარული 40 წლის ასაკში მოდის
21:33
ნამდვილი სიყვარული 40 წლის ასაკში მოდის

ფსიქოლოგებმა სიყვარულის ასაკი კატეგორიებად დაყვეს და დაადგინეს, რომ ნამდვილი სიყვარული 40 წლის ასაკში მოდის.

ალბათ, ყველა ჩვენთაგანს გვქონია სკოლის სიყვარული, რომელსაც შემდეგ ღიმილით ვიხსენებთ. მაშინ გვეჩვენებოდა, რომ ის მთელი ცხოვრება გაგვყვებოდა. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, 20 წლის შემდეგ ასევე სიცილით გავიხსენებთ ამჟამინდელ სიყვარულსაც. ეს ყველაფერი კი ხდება იმის გამო, რომ სიყვარული, მართალია, პირობითად, მაგრამ მაინც რამდენიმე კატეგორიად იყოფა: სიყვარული-დრმა, სიყვარული-შეპყრობილი, სიყვარული-ვნება და სიყვარული-პატივისცემა.

 

პრინციპში, ყველა ქალს შეუძლია ეს ჩამოთვლილი გრძნობა საკუთარ თავზე გამოცადოს, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ყველაფერი ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად.


მაგალითად, სიყვარული მოზრდილობის ასაკში სიყვარული-დრამის კატეგორიას მიეკუთვნება. მისთვის დამახასიათებელია საყვარელი ადამიანის ბრმა ნდობა და გაღმერთება, ისევე როგორც საკუთარი თავისა. საერთოდ, პირველი სიყვარული უფრო მეტად საკუთარი თავის სიყვარულია, ვიდრე _ კონკრეტული პირონებისა. ის, როგორც წესი უიღბლოა და ამის გამო უფრო მტკივნეული. ეს ხომ პირველი გამოცდილებაა და თუ მას იმედგაცრუება მოაქვს, მაშინ შესაძლოა დიდიხნით დაკარგოთ ადამიანების ნდობა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, გამოცდილი მეგობრის გარეშე (მაგალითად, დედის) იოლას ვერ გახვალთ. იმისათვის რომ ეს სიყვარული მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაიტანოთ, საჭიროა ყველაფერი ისე მიიღოთ, როგორც არის.

 

მეორე კატეგორია _ სიყვარული-ვნება შედარებით ცოტა გვიანი სტუმარია, ის 18-დან 22 წლამდე მოდის და მოაქვს სურვილი მთლიანად ფლობდეთ თქვენს პარტნიორს. სინამდვილეში ეს სიყვარული თვითდაჯერებულობისათვის უფროა, ვიდრე სიამოვნების მისაღებად. გარდა ამისა, ამ ასაკში ხშირად გაიგონებთ: “მას თეთრი მერსედესი ჰყავს და სახლი აქვს საზღვარგარეთ”, ანუ პირველ ადგილზე ადამიანის მატერიალური მხარის შეფასება ხდება (რა თქმა უნდა, შეგიყვარდეს ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანი, ამაში ცუდი არაფერია), მაგრამ შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ასაკში იშვიათად უსმენენ საკუთარ შეგრძნებებს _ უბრალოდ კონკრეტულ ადამიანს ეძებენ და მორჩა. ჰკითხეთ თქვენ თავს, რას გრძნობთ ამ ადამიანის მიმართ: სიყვარულს თუ უბრალოდ, მას თქვენთვის მისაღები მატერიალური მდგომარეობა აქვს.

 

თუ ამ მშვენიერმა გრძნობამ თქვენ 25-29 წლის ასაკში მოგინახულათ, მაშინ ეს უკვე სიყვარულის სხვა სახეობა და იგი დაფუძნებულია გაცილებით უფრო ობიექტურ თვითშეფასებაზე. ანუ, ამ ასაკში მიუხედავად იმისა, რომ ქალს გარეგნულად არ სჯერა მამაკაცის, შინაგანად მაინც სწამს წმინდა და სუფთა სიყვარულის არსებობის. უბრალოდ, საპირისპირო სქესის გარდა, ის საკუთარი თავის შემჩნევასაც იწყებს. მაგრამ გახსოვდეთ, იმის გამო, რომ თქვენ ჩაციკლული ხართ საკუთარ განცდებსა და ცხოვრებაზე და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც გიყვართ, მამაკაცი იტანჯება.

 

30 წლის შემდეგ ყველაფერი პირიქითაა, ქალს ეჩვენება, რომ მას აღარავინ შეიყვარებს და რომ ბედნიერების შანსი უკვე გაუშვა. ამ ასაკში წარმოიშობა ეჭვი, რომ მამაკაცი აღარ გამოჩნდება და თუ მაინც მოვა, არც ისე სასურველი. 30 წლის მანდილოსნებს უკვე სხვა კითხვები უჩნდებათ: თუ მამაკაცი ამ ასაკში ჯერ კიდევ არ დაოჯახებულა, ე.ი. მის თავს რაღაც ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს (ან ჯანმრთელობის მხრივ ან ხასიათის მხრივ), ხოლო თუ გაშორებულია, ე.ი. არც ისეთი “საჩუქარია”, როგორიც ჩანს, რადგან ცოლმა მასთან ერთად ცხოვრება ვერ შეძლო. მაშინაც კი, თუ მანდილოსანს ეჩვენება, რომ თავისი რჩეული უყვარს, მისი ეს არგუმენტები ყველაფერს აბათილებს.

 

აი, 40 წლის ასაკში მოსული გრძნობა ყველაზე მეტად ჰგავს ნამდვილ სიყვარულს. ამ ასაკში ქალები ხვდებიან, რომ თუ დამტკიცება ხდება საჭირო, მაშინ არანაირი სიყვარული არ არსებობს. ამ დროს უყვართ არა გარეგნობისთვის, ფულისთვის ან ძლიერებისთვის, არამედ უბრალოდ უყვართ და ამას მთელი არსებით გრძნობენ. იმის გამო, რომ ხედავენ, გრძნობენ ზუსტად იმ ადამიანს, რომელიც უყვართ, სიამოვნებას განცდიან. შეიძლება ითქვას, რომ მათთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, კომპლექსები გაცილებით ნაკლებად აღელვებთ და აღარც მარტო დარჩენის პანიკური შიში აწუხებთ.

 

როგორც ხედავთ, სიყვარული ბევრნაირია. არავის შეუძლია თქვას, თუ როდის და ვინ შეგიყვარდებათ და ზემოთ ჩამოთვლილი სიყვარულის ტიპებისგან რომელი გესტუმრებათ, მაგრამ ის, რომ ეს ნამდვილად მოხდება, შეგიძლიათ არ დაეჭვდეთ.  

Категория: რჩევები | Просмотров: 2479 | Добавил: popularsge | Теги: ნამდვილი სიყვარული | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar