დიდი ფილოსოფოსი, მოაზროვნე, ინგლისური მატერიალიზმის ფუძემდებელი. ებრძოდა სქოლასტიკას.
***
დროის შერჩევა _ დროის მოფრთხილებაა. უდროოდ გაკეთებული საქმე ფუჭია.
***
სწორი გზით მიმავალი კოჭლი გაუსწრებს გზასამცდარ მორბენალს.
***
ცოლ-ქმრული სიყვარული ასულდგმულებს კაცთა მოდგმას, მეგობრობა მას აკეთილშობილებს, ავხორცობა შხამავს და ამდაბლებს.
***
ადამიანები, რომელთაც მეტად ბევრი ხინჯი აქვთ, უწინარეს ყოვლისა მათ სხვებში ამჩნევენ.
***
რჩევის თხოვნა _უდიდესი ნდობაა, რაც შეიძლება კაცმა კაცის მიმართ გამოიჩინოს.
***
სიკვდილის მოახლოება სულით ძლიერთ ნაკლებად აშინებთ, რადგან მუდამ რჩებიან იმად, რაც არიან.
***
ცოდნას უნდა დაეწაფო არა პაექრობის, არა სხვათა დამცირების, არა მოგების, დიდების, ძალაუფლების ან სხვა რამ მიზნისთვის, არამედ იმისათვის, რომ ცხოვრებაში ხალხს სარგებლობა მოუტანო.
***
პატივმოყვარე ადამიანები იმსახურებენ ბრძენთა სიძულვილს, ბრიყვთა აღტაცებას, არიან კერპნი მუქთახორებისა და მონები საკუთარ წადილთა.
***
შიშზე საშინელი არაფერია.
***
ხარბია კაცთა გონება. არც შეჩერება შეუძლია, არც სიმშვიდე, სულ წინ ისწრაფის.
***
ყოველ ადამიანში ბუნება შედის ან მარცვლეულის ან სარეველას სახით. დროზე უნდა მორწყას პირველი ა ამოძირკვოს მეორე |