Главная » 2015 » ნოემბერი » 15 » რა არ მოსწონთ ქართველ მამაკაცებს ქალებში?
21:51
რა არ მოსწონთ ქართველ მამაკაცებს ქალებში?

,,ეგღა გვაკლია ქართველებს,  ქართველი ქალის დალალები უცხო ტომელის მკლავებზე გაიშალოს”

ქალები თუ  მამაკაცები?  მამაკაცები თუ  ქალები ? ამ კითხვამ უკვე დიდი ხანია მარადიულობა შეიძინა, რადგან  ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც ყოველთვის არაერთი კითხვა ტრიალებდა და ალბათ იტრიალებს კიდეც.  ამჯერად კი Populars.ge-მ მამაკაცებს  შემდეგი კითხვით მიმართა: რა არ მოსწონთ ქართველ  ქალებში? როგორც აღმოჩნდა, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად ის დიდი დოზით არსებული კომპლექსები აღიზიანებთ, რომლებიც  ქართველ მანდილოსნებში ჭარბადაა.

სანდრო,  21 წლის:


ქართველი ქალები თავს ნაკლებად უვლიან, თუმცა ჩვენს მიმართ უსაზღვრო და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური მოთხოვნები აქვთ. ჩემს შეყვარებულს არ მოსწონს ისიც, როცა ჩემს წინ  ზის ქალი, რომლის ინტელექტუალური დონე  ნულს უტოლდება. მათ  საუბარი მხოლოდ ზედაპირულ თემებზე შეუძლიათ. ასეთი ტიპის ქალებმა  შეიძლება ზუსტად გითხრან რა ბრენდის  ,,პომადა” უსვიათ, თუმცა ვერაფერს გეტყვიან იგევე ბალზაკზე, გეოთეზე  და რაღა შორს წავიდე, ქათველ მწერლებზეც შეიძლება გკითხონ, ეგ ვინააო? 


ნიკა, 18 წლის:


ვერ ვიტან ცანცარა გოგოებს, ეს ნამდვილი კატასტორფაა! მასეთებზე ვამბობ: ვაი, შე უბედურო,  საწყალი შენი პატრონი. ასეთი ტიპის გოგოები ადვილი სამართავები არიან და  ვერც ბიჭებს გვიზიდავს.


დათო, 24 წლის:


მაპატიეთ,  მაგრამ ქართველი გოგოები ნამდვილი იდიოტები არიან. არსებობს ორი კატეგორია:  ძალიან კომპლექსიანების და ,,აღვირახსნილების” . მოკლედ, ოქროსს  შუალედს საქართველოში ვერ იპოვი.


გიორგი, 37 წლის:


ქართველ ქალებს ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვართ. მათ შეუძლიათ საათების განმავლობაში შეუჩერებლივ ისაუბრონ ყველაზე და ყველაფერზე, ან კიდევ უარესი, მხოლოდ ერთი საკითხის გარშემო ირტიალონ. ვერ ვიტან, როცა ქალი საკუთარ თავზე მესაუბრება და ამის მოსმენა საათობით მიწევს. რატომ არ ვიცი, მაგრამ ქალებს ძალიან საიმოვნებთ სხვა ქალების გაჭორვა _  ,,ვაიმე ამას რა საშინელი სუნამო ასხია”, ,, ერთი იმას შეხედე რას გავს, მე ხომ ასეთი უშნო არ ვარ ძვირფასო”. . . მოკლედ, ზოგჯერ ,, ტვინებს  ბურღავენ”.


გია, 57 წლის:


არ მომწონს მოდას ზედმეტად აყოლილი ქალები.  ასეთი კატეგორიის სუსტი სქესის წარმომადგენლებს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. ისინი უბრალოდ იცვამენ იმას, რაც მოდაშია და არა იმას _ რაც უხდებათ. როგორ შეიძლება 87 კილოს იწონიდე და გეცვას ის ეგრეთ წოდებული ,,ელასტიკები”,  რომელიც საშინლად არ გიხდება?!


ილია, 42 წლის:


ქართველ ქალებს კომპლექსები  სტანჯავთ. დღეს 21 საუკუნეა და მორცხვობა, უბრალოდ, სასაცილოა. საშინლად მაღიზიანებს, როცა ქალს არ შეუძლია მამაკაცთან   გულახდილად საუბარი და ათასგვარ ტყუილს იგონებს,  ოღონდ კი   თავი მოაწონოს. ქართველ  ქალებს ერთ რჩევას მივცემდი : გათავისუფლდით კომპლექსებისგან და იყავით ისეთები, როგორებიც  ხართ!


ბექა, 20 წლის:


არ მომწონს, როცა ქართველ ქალს ქართველი მამაკაცი არ მოსწონს. ეგღა გვაკლია ქართველებს, ქართველი ქალის დალალები უცხო ტომელის მკლავებზე გაიშალოს.
                                                               მოამზადა თამუნა ქემერტელიძემ
 

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 2071 | Добавил: popularsge | Теги: რა არ მოსწონთ ქართველ მამაკაცებს ქა | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar