Главная » 2016 » იანვარი » 4 » რა ელის თითოეულ ნიშანს 2016, მაიმუნის წელში?
14:41
რა ელის თითოეულ ნიშანს 2016, მაიმუნის წელში?

იაპონელებს სწამთ, რომ მხოლოდ ამ წელს იბადებიან გენიოსები და დიდი საქმოსნები. მაიმუნს მხიარულება უყვარს. ამ წელს მოსაწყენად არავის ეცლება, ის სავსე იქნება სხვადასხვა მოვლენით, აღმასვლითა და ვარდნით, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და ალღო ავუღოთ ყველაფერს. 
მაიმუნის წელიწდს მუდმივად ცოდნის შეძენას უნდა ესწრაფვოდეთ. ეს წელი ცვალებადობის, ძველის მსხვრევის და ახლის შექმნის, ჭკვიანი, მოხერხებული და ორიგინალური ხალხის წელია. 
მაიმუნის წელს პრობლემების მოგვარებაც ადვილად ხდება. 


მაიმუნი (1932, 1944, 1956, 1968, 1980,1992, 2004) 

ეს თქვენი წელია. თამამად შეეჭიდეთ ახალ საქმეებს. ახლა თქვენ წარმატების მწვერვალზე ხართ. მაიმუნი თავის ნიჭსა და უნარს გამოავლენს და ლიდერი გახდება, მერე კი თვითგნათლებას უნდა მიჰყოთ ხელი. 


ცხენი (1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002)

ხშირი მოგზაურობა  გელით, რომელიც თვალსაწიერს გაგიფართოებთ. ახალ მეგობრებს შეიძენთ. ახლობლებთანაც განამტკიცებთ ურთიერთობას. ახლა თქვენი მთავარი მიზანია ცოდნის გამდიდრება. 


თხა  (1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003)

ამ წელს გამდიდრდებით, სტაბილურ მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევთ. მაგრამ მუშაობა ბევრი მოგიწევთ. კარგი იქნება, თუ ფულს ფასიან ქაღალდებში დააბანდებთ. ახალ სამუშაოსაც იშოვით. 


ვირთხა (1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996)

ეს წელი დასამახსოვრებელი იქნება. ყველა დაბრკოლებას იოლად დაძლევთ. მთავარი მოვლენა ამ წელს ახალი სიყვარული ან შვილის გაჩენა იქნება. გაიხარეთ, დატკბით ყოველი წამით, იყავით ხელგაშლილი, მოჰკიდეთ ხელი ბიზნესს. 


კურო (1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997)

დიდი გამოცდის წელი დაგიდგათ. შესაძლებელია ბრწყინვალე წარმატებასაც მიაღწიოთ და ხელიც მოგეცაროთ. წარმატების მისაღწევად მოაგვარეთ ურთიერთობები, დაიწყეთ ცხოვრება თავიდან და ბედზე ნუ იწუწუნებთ. 


ვეფხვი (1926, 1938, 1950, 1950, 1962, 1974, 1986, 1998)

ეს ცვლილებების წელია. ვეფხვი ახალ გარემოცვაში ხვდება, სადაც მიუღებელია ქცევის ძველი სტერეოტიპები. ბუნებრივია, ვეფხვს კარგი შთაბეჭდილების მოხდენა უნდა. მოერიდეთ რუტინას და რთულ სიტუაციებს, ეძებეთ არასტანდარტული გზები.

 
კურდღელი (1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999)

დიდ ცვლილებებს ნუ ელით, მაგრამ მცირესაც თავად უნდა გაუძღვეთ, თქვენი მიზანი შენება უნდა იყოს. პირველივე მარცხმა არ შეგაშინოთ. 


დრაკონი (1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000)

სიყვარული გელით. ჩანაფიქრს აისრულებთ. ყველფერი წარმატებით წარიმართება თუ ორიგინალურ გეგმებს დაისახავთ. 


გველი (1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001)

ამ წელს გველმა ბევრ ჩვევაზე უარი უნდა თქვას. წარმატება ექნება ბიზსენში. კარიერაში ცვლილება არ ელის. 


მამალი (1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993)

12-წლიან ციკლში მამლისთვის ეს წელი ყველაზე რთულია. მაიმუნის წელში მამალს შესვენების საშუალება ექნება. ის ცოტა ხნით უნდა მოერიდოს საზოგადოებრივ ცხოვრებას და შეაჯამოს განვლილი წლები. 


ძაღლი (1922, 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994)

სასიამოვნო მოულოდნელობები გელით. წარმატებებს მიაღწევთ, თუ ახლებურად იაზროვნებთ. ისარგებლეთ მეგობრების მხარდაჭერით და სპონსორების დახმარებით განახორციელეთ ჩანაფიქრი. 


ტახი (1923, 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995)

კარიერაში აღიარების წელი იქნება თქვენთვის. რასაც ოდესმე ესწრაფვოდით, ყველაფერი აგიხდებათ. მაღალ თანამდებობას დაიჭერთ. 
 

 

Категория: რჩევები | Просмотров: 2117 | Добавил: popularsge | Теги: ჰოროსკოპი, ზოდიაქო, მაიმუნის წელი | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar