Главная » 2015 » დეკემბერი » 27 » რა იწვევს ბავშვებში გონებრივ პრობლემებს?
20:23
რა იწვევს ბავშვებში გონებრივ პრობლემებს?

11-14 წლის ასაკში მოზარდის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება: აქტიურდება ჰორმონული და შესაბამისად ნივთიერებათა ცვლა, ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განიცდის ყველა ორგანოთა სისტემა, მათ შორის ნერვული სისტემაც. ამიტომ, ამ პერიოდს გარდატეხის ასაკს უწოდებენ. ბავშვის გონება ამ დროს მეტად გაფანტულია: მოზარდი ემოიური და მგრძნობიარეა. სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები გარდატეხის ასაკში ხშირად აქვთ ბავშვებს, ეს შემაშფოთებელი არ არის, დროებითი მოვლენაა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. საჭიროა, არ გადტვირთოთ ბავშვი. მან უნდა დაიცვას დღის რეჟიმი, გართობისთვისაც დაიტოვოს დრო და რაც მთავარია, ღამით უნდა იძინოს არანაკლებ 9 საათისა. საჭიროა აგრეთვე რაციონალური კვება _ ხილი, ბოსტნეული, ვიტამინებით მდიდარი საკვები. 


მაგრამ თუ ბავშის სწავლის პრობლემა არ უკავშირდება გარდატეხის ასაკს და მას ადრეულ ასაკშივე ჰქონდა გონებრივი განვითარების პრობლემები, მაშინ სავარაუდოა, რომ საქმე ნერვულ პათოლოგიასთან გაქვთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს.  

Категория: რჩევები | Просмотров: 1850 | Добавил: popularsge | Теги: ბავშვები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar