13:16 რას ჰყვება თქვენს ხასიათზე თქვენი გადაჯვარედინებული ხელები? | |
აირჩიეთ, თქვენ როგორ გიჭირავთ ხოლმე ხელი და წავედით, წავიკითხოთ, რას ამბობს ეს თქვენს შესახებ.
1. მარცხენა ხელი მაღლა თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. დიდი ალბათობით თქვენი პროფესია არასტანდარტულ აზროვნებასთან არის დაკავშირებული. თქვენ ძალიან ემპათიური პიროვნება ხართ, რომელსაც შეუძლია უთანაგრძნოს სხვებს და მოძებნოს სწორი სიტყვები იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ ადამიანს. თუკი თქვენს მეგობრებს რამე შეემთხვევათ, ისინი პირველ რიგში თქვენ გწერენ ან გირეკავენ.
თქვენ საკუთარ თავში და გადაწყვეტილებებში დარწმუნებული ხართ. უპირატესობას ანიჭებთ ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნას, იმიტომ რომ დაბადებით ხართ ლიდერი. შეგიძლიათ ხალხის მოსმენა, მაგრამ ამავე დროს რაციონალური გადაწყვეტილების მიღება ემოციებზე დაყრდნობის გარეშე. კოლეგები დიდ პატივს ტყუილად არ გცემენ. ეს დაიმსახურეთ თქვენი პატიოსნებით, გახსნილობით და შრომისუნარიანობით.
თქვენ პრაგმატული ადამიანი ხართ იუმორის გრძნობით. არასოდეს აძლევთ ემოციებს თქვენზე მაღლა დგომის უფლებას. მიეჩვიეთ გადაწყვეტილებების მხოლოდ ფაქტებსა და ციფრებზე დაყრდნობით მიღებას. ხანდახან შეიძლება უგულებელყოთ კიდეც წესები, სასურველის მისაღწევად, იმიტომ რომ გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. | |
|
Всего комментариев: 0 | |