17:42 რაშია ქალის ნამდვილი ძალა | |
(თუ საიტზე შემოსული ხართ ტელეფონით, მაშინ საიტზე ინფორმციების ადვილად წასაკითხად უნდა შეასრულოთ შემდეგი მითითება) ვფიქრობ, გაგიკვირდებათ, მაგრამ როგორც ფსიქოლოგი, ნლპ-ის ტრენერი და წარმატებული ხალხის კონსულტანტი ალუნიკა დობრავოლსკაია განმარტავს, ქალის ძალა სიმანდვილეში საკუთარი სილამაზის რწმენაში მდგომარეობს. უფრო კონკრეტულად კი, რას ნიშნავს ეს, ქვემოთ განვიხილოთ. უმრავლესობამ იცის, რომ მშობიარობის შესამსუბუქებლად ქალს უკეთებენ ჰორმონს ოქსიტოცინს. ვინაიდან ის ადუნებს, მშობიარეს ეხმარება ტკვილებისა და მშობიარობის შედარებით მსუბუქად გადატანაში. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქალის ორგანიზმში, იმის ცოდნა და რწმენა, რომ ლამაზია, ზრდის სწორედ ამ ჰორმონის დონეს.
ანუ თუ ქალი საკუთარ სილამაზეში დარწმუნებულია, მას ეწევა ოქსიტოცინის დონე, რაც ეხმარება ეხმარება ცხოვრებისეულ პრობლემებზე იქონიოს მსუბუქი რეაგირება და ადვილად გადალახოს ბარიერები. ასეთი ქალბატონები ადვილად აჩენენ მათთვის საჭირო გადაწყვეტილებებსა და პროექტებს და ადვილად უმკლავდებიან იმ სირთულეებსა და ტკივილებს, რომლებიც თითოეულჩვენთაგანს საკმარისად გვაქვს სხვადასვხა მიზეზების გამო. და მართალია, სამყარო გვარწმუნებს, რომ სილამაზე მთავარი არაა, მაგრამ საკუთარი თვალებით სულ სხვა რეალობას ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ლამაზი ხალხი უმრავლეს შეთხვევებში გაცილებით მეტს აღწევენ.
არსებობენ 4 ტიპის ქალბატონები: პირველი _ არსებობენ ქალები, რომლებიც არიან ძალიან ლამაზები ყველა საქვეყნოდ აღიარებული სილამაზის კანონების მიხედვით, მაგრამ არ არიან საკუთარ სილამაზეში დარწმუნებულები. მუდმივად ცდილობენ ამაში დარწმუნებას, ეძებენ ირგვლივმყოფებისგან მათი სილამაზის აღიარებას. ასეთ მანდილოსნებს ძალიან დაბალი დონე აქვთ ბედნიერების, ძალიან ცუდად რეაგირებენ ტკივილზე და ცუდად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ტიპის ადამიანებს მუდმივად ვეუბნებით _ ლამაზი ხარ, როგორი ლამაზი ხარ, ისინი მაინც არ არიან საკუთარ თავებში დარწმუნებულები. მეორე ტიპი _ ეს არიან ქალები, რომლებიც ძალიან შორს არიან სილამაზის სტანდარტებისა და აღიარებული კანონებისგან, მაგრამ შინაგანად აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან საკუთარ არაჩვეულებრივობაში. ასეთი ტიპის გოგონები თქვენი სამეგობროდანაც შეგიძლიათ გავიხსენოთ. აბა დაფიქრდით, გეყოლებათ ასეთი მეგობარი. და ეს გოგონები ადვილად უმკლავდებიან ტკივილს, უსიამოვნებას და აღწევენ ძალიან ბევრს. მესამე ტიპის ქალბატონები არიან ლამაზები და ამასთან დარწმუნებულები საკუთარ სილამაზეში. ისენი აღწევენ წარმოუდგენელ სიმაღლეებს. მეოთხე ტიპის ქალბატონები შორს არიან სილამაზესთან და ამასთან საერთოდ არ არიან საკათარ სილამაზეში დარწმუნებულები. მათთვის ყველაზე რთულია ცხოვრება. მათში ყველაზე ნაკლებია ქალური ძალა. მათთვის ყოველთვის უფრო მკტკივნეულია, უფრო რთულია და ძნელად უმკლავდებიან ცხოვრებიესულ სირთულეებს.
ანუ, როგორც ავხსენით, ყველაზე მეტი ქალური ძალა არის მასში, ვინც დარწმუნებულია საკუთარ სილამაზეში. ფსიქოლოგი დობრავოლსკაია ამბობს, თუ მეტყვით, რომ თქვენ გყავთ მეგობარი, რომელიც ძალიან ლამაზია და დარწმუნებულია თავის სილამაზეში, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება აქვს, არ დაგიჯერებთ. გამოდის, რომ ეს მხოლოდ თქვენი ფანტაზიაა მისი საკუთარი სილამაზის რწმენის შესახებ. ამ მდგომარეობაში ბევრი ლამაზი ამოიცნობს თავის თავს. მართალია, ლამაზები არიან, ყველანაირად ცდილობენ სხვების დარწმუნებას ამაში, მაგრამ სინამდვილეში თავად არ არიან საკუთარ გარეგნობაში დაჯერებულები. საერთოდ, როდესაც ბავშვი იბადება ამქვეყანაზე, ის სრულიად დარწმუნებულია საკუთარ გარეგნობაში. ჰკითხეთ 3-4 წლის გოგონას, გეტყვით, რომ ყველაზე ლამაზია. ეს რწმენა ღვთის საჩუქარია, რომლითაც ვიბადებით. მაგრამ სამწუხაროდ, ამ ღვთის საჩუქარს შემდეგ ანადგურებენ დედები, მამები, ბებიები, ბაღის აღსაზრდელები, ძმები, მასწავლებლები, მეზობლები და ა.შ. მუდმივი მითითეთებით _ ასე ლამაზი ხარ, ასე _არა; აქ კარგად ხარ _აქ არა; არაუშავს, რომ ასეთი შეუხედავი ხარ, სამაგიეროდ, ჭკვიანი ხარ და უკვე 8-9 წლის ასაკში გოგონებს ქალური ძალის წყარო უკვე გადაკეტილი აქვთ. ისინი უკვე აღარ არიან საკუთარ გარეგნობაში დარწმუნებულები. ბევრმა თქვენთაგანმა უნდა გაიგოს მნიშვნელოვანი რამ _ თქვენი ძალიან ბევრი პრობლემების მოგვარების გზა სწორედ სილამაზეზე გადის როგორ უნდა მოვიქცეთ? გარეგნობასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი არაა რას ფიქრობენ თქვენზე ირგვლივ მყოფი ადამიანები. თუკი ფიქრობენ, რომ ლამაზი ხართ, თქვენ ეს ქალურ ძალას ნამდვილად არ შეგმატებთ. გჭირდებათ ზუსტად, სწორედ თქვენი რწმენა, რომ ლამაზი ხართ! ჩვენ უნდა მოვახდინოთ მისი ფორმირება. თქვენ პატარ-პატარა ნაჭრებად უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი სილამაზის კანონები. ჩვეულბერივ მოდის ექსპერტები გვაწვდიან შეფასებებს რა არის ლამაზი, რა არის მოდაში ჩვენ კი, უმრავლესობას, ამ ყველაფერზე საკუთარი აზრი არ გვაქვს. იმისათვის, რომ გქონდეთ წვდომა ქალური ძალის წყაროსთან სილაზეზე საკუთარი აზრი და შეხედულება აუცილებლად უნდა გქონდეთ. რას ვაკეთებთ ამისთვის? ვქმნით ჩვენს კანონს. ორი-სამი თვის განმავლობაში უსვამთ თქვენს თავს შეკითხვას _ ეს ჩემთვის ლამაზია?! და მე რა მიმაჩნია ლამაზად?! პასუხები აუცილებლად სადმე ჩაიწერეთ, დააფიქსირეთ და ნელ-ნელა გახდით ის, ვინც ხართ. გაიხსენეთ თქვენი მეგობრები, რომლებიც არ გეჩვენებათ ლამაზებად, მაგრამ თვითონ აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან საკუთარ გარეგნობაში, შესაბამისად დადებითადაც ისახება მათ ცხოვრებაზე ეს შეხედულება. თქვენ გაქვთ უფლება, თვითონ წყვეტდეთ რა არის თქვენთვის ლამაზი და არა ექსპერტები. როგორც კი ამ პროცესს დაიწყებთ, იქვე დაიწყეთ მეორე პროცესი _ დაუსვით თქვენ თავს კითხვა: რა გავაკეთე დღეს მე იმისთვის, რომ კიდევ უფრო ლამაზი გავმხდარიყავი ჩემი შეხედულების, სტანდარტების მიხედვით? ამ შემთხვევაში ნელ-ნელა ნამდვილად აღმოაჩენთ იმ ქალურ ძალას, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრებისეული სირთულეების შედარებით იოლად გადალახვაში და ბედნიერების შეგრძნებაში. იყავით ბედნიერები! ფიქრია ჭალიძე Populars.ge P.s. თუკი ეს ინფორმაცია იყო საინტერესო და სასარგებლო, გაუზიარეთ სხვებსაც. ინფორმაციის გავრცელება populars.ge-ს აღნიშვნისა და მითითების გარეშე აკრძალულია. ის წარმოადგენს ინტერნეტ ჟურნალ populars.ge-ს საკუთრებას. | |
|
Всего комментариев: 0 | |