Главная » 2015 » ნოემბერი » 16 » რატომ დაქორწინდა თქვენი რჩეული მამაკაცი სხვაზე?
14:59
რატომ დაქორწინდა თქვენი რჩეული მამაკაცი სხვაზე?

სამწუხაროდ, ბევრ ქალს უწევს ცხოვრებაში ამ სიტუაციის გადატანა.  მიუხედავად გრძელი რომანისა და პარტნიორთან ერთად საერთო მომავლის დაგეგმვისა, ხშირად ხდება, რომ მამაკაცი იღებს გაუგებარ და წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას, თან დაუჯერებლად მოკლე პერიოდში.  ძლიერი სქესის წარმომადგენლების საქციელი განსაკუთრებულ გაკვირვებას იწვევს მაშინ, როდესაც მათ ნამდვილად უყვართ რჩეული ქალბატონი.

 

მანდილოსნებისთვის მამაკაცების ასეთი ქმედება ძნელი მისაღები და გასაგებია, თუმცა როგორც ამერიკელი ფსიქოლოგი ჯონ მოლოი ამბობს, „პრინციპში, მათი გაგება შეძლებულა“. მამაკაცი ასეთ გადაწყვეტილებს იღებს მაშინ, როდესაც საკუთარ რჩეულთან ერთად ბედნიერად ცხოვრება ეეჭვება. გარდა ამისა, ძლიერი სქესის წარმომადგენლების გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახის წევრებისა და მეგობრების სიმპათიები რჩეულის მიმართ და გოგონას გარეგნობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსუალური გოგონა ძლიერი სქესის წარმომადგენლისთვის ასოცირდება გართობასთან.


მათ ძნელად წარმოუდგენიათ, რომ ასეთი გოგონა გახდება კარგი დიასახლისი. გარდა ამისა, მამაკაცი აანალიზებს, რომ ლამაზი და სექსუალური ცოლი მამაკაცების ყურადღების ობიექტი იქნება, რის გამოც შესაძლოა გაჩნდეს ზედმეტი კითხვები _ „და საერთოდ, ჩემგან არიან კი ეს ბავშვები?!“

 

მომწიფებული მამაკაცები მომავალ მეუღლეს ირჩევენ იმის მიხედვით თუ რამდენად შეუძლია გოგონას გახდეს მისი მეგობარი, პარტნიორი, კარგი დედა და დიასახლისი.

 

ასევე, საკმაოდ ხშირად ხდება, რომ მამაკაცი მომავალი მეუღლის არჩევისას ხელმძღვანელობს ცივი გონებით _ თუ ეს ქორწინება გპირდება რაღაც გამორჩენას, მაშინ სრულიად შესაძლებელია სიყვარულით მსხვერპლი გაიღო, მით უმეტეს, რომ არაფერია მუდმივი და მათ შორის რომანტიკული გრძნობაც.

 

თუმცა მამაკაცის გათვლები, რა თქმა უნდა, რომ ყოველთვის ჭეშმარიტი არ აღმოჩნდება ხოლმე. და არც ისე იშვიათად ხდება, რომ ერთხელაც  ამ მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯის გამო სინანულს იწყებენ.

 

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯონ მოლოიმ ჩაატარა გამოკითხვა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 73% ქალებისა  ქმრებზე ზეგავლენას ახდენენ. ანუ ამ გამოკითხვის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  მიზეზი, რატომაც თქვენი რჩეული სხვაზე დაქორწინდა,  მასზე თქვენი არასაკმარისი ზეგავლენაა. 


საყვარელ ადამიანზე გათხოვება ყველა გოგონას ოცნებაა. მაგრამ როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს ზოგს ამისთვის არაფრის გაკეთება სჭირდება, ზოგს უწევს „უბიძგოს“ რჩეულს „მოქმედებისაკენ“, ხოლო ნაწილს ძალიან დიდი ძალისხმევის გამოჩენა მართებს, რომ დარჩენილი ცხოვრება სასურველ ადამიანთან ერთად გაატაროს. მაგრამ, როგორც ცნობილია, სამყაროში უბრალოდ არაფერი ხდება. და თუ გიწევთ საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა, ე.ი. ის ამად ღირს. 

 

                                           თამუნა ბექაური  

Категория: რჩევები | Просмотров: 1693 | Добавил: popularsge | Теги: რატომ დაქორწინდა თქვენი რჩეული მამა | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar