13:38 რჩევები ზოდიაქოს მიხედვით მამაკაცის დასარწმუნებლად | |
რამდენიმე რჩევა ასტროლოგებისგან, თუ როგორ მოძებნოთ მისადგომი მამაკაცთან ზოდიქოს ნიშნების მიხედვით და დაარწმუნოთ საკუთარი სურვილის სისწორეში. მგზნებარე, ცეცხლოვანი მამაკაცები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი ყველაზე სანდო და ტაქტიკური სვლა ცეცხლოვან მამაკაცზე გავლენის მოსაპოვებლად შემდეგშია: მიეცით მას საშუალება მიხვდეს, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული! ასეთი მამაკაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აცნობიერებდნენ, რომ ოჯახში მთავრები სწორედ ისინი არიან. ამიტომაც თუ თქვენ საყვარელ ადამიანთან საუბარს ზუსტადაც იმით დაიწყებთ, რომ უბრალოდ, მისი რჩევა გჭირდებათ და აზრი გაინტერესებთ, ის აუცილებლად მოგცემთ თავის თანხმობას. ხოლო თუ თქვენ ლაპარაკს ბრძანებითი ტონით შეუდგებით, იყვირებთ და ისტერიკას მოაწყობთ, ამასთან აქცენტს იმაზე გააკეთებთ, რომ პარტნიორი თქვენგან დავალებულია _ იქვე დაემშვიდობეთ სასურველი სურვილის ასრულებას. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია, მამაკაცი ჩანაფიქრის დადებით შედეგში დაარწმუნოთ. ცეცხლოვანი ნიშნები ოპტიმისტები არიან, თუ დააჯერებთ მათ იდეის წაუგებლობაში, მაშინ წარმატებისკენ ნახევარი გზა უკვე გავლილი გექნებათ.
თავიდანვე იცოდეთ, რომ ამ მამაკაცებთან ოპტიმისტური ლაპარაკი არ გაჭრის. ისინი პრაქტიკულები არიან. თქვენ სურვილის ახსნისას ხაზი უნდა გაუსვათ, რომ იგი პირველ რიგში ოჯახზე დედობრივ ზრუნვას წარმოადგენს.
ჰაეროვანი სტიქია: ტყუპები, სასწორი, მერწყული ჰაერის სტიქიის მქონე მამაკაცებს ცარელა სიტყვები არ უყვართ. ამიტომაც წინასწარ მოემზადეთ და მის წინაშე ზუსტი სიტყვებით წარსდექით, ეს გაცილებით მომგებიანი იქნება. ყველაზე მთავარია, არ აყვეთ ემოციებს და არც მსხვერპლის როლის თამაში დაიწყოთ. ეცადეთ უბრალოდ და საინტერესოდ აუხსნათ თუ რატომ გინდათ ასე მოქცევა ან კონკრეტული ნივთის შეძენა. ჰაერის სტიქიის მამაკაცები ინტელექტუალები არიან, ამიტომაც საუბრები _ “მე ეს კომოდი ძალიან მომწონს” ან “ეს სეზონის ბოლო ჰიტია”, არ გაამართლებს. მაგრამ თუ ნივთი მართლაც ლამაზია, ხოლო თქვენი თხოვნა ლოგიკურად და დამაჯერებლად იქნება ახსნილი, მის დათანხმებას შეძლებთ.
წყლის სტიქია: ღრიანკალი, თევზები, კირჩხიბი ეს მამაკაცები მგრძნობიარეები არიან. მათ შემთხვევაში შეგიძლიათ საქმეში მთელი თქვენი ქალურობა და მდედრობითი სქესის მომხიბვლელობა ერთდროულად ჩართოთ. ამ ნიშნის მამრებთან შესაძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება მათი მგრძნობიარობისა და სენტიმენტალურობის წყალობით. წყლის სტიქიის მამაკაცები თქვენთვის საჭირო, თანხმობის განწყობაზე რომ დააყენოთ, ამისთვის კომედიური ან მელოდრამის ჟანრის ფილმის ერთად ყურებაც კი გეყოფათ. გარდა ამისა შეგიძლიათ თქვენი პირველი შეხვედრა გაახსენოთ ან კომპლიმენტი გამოთქვათ მისი მშობლების მისამართით. საქმის წარმართვისას არც ჩახუტება და კოცნა დაგავიწყდეთ! მოკლედ, მუშაობა შორიდან დაიწყეთ, ეცადეთ თქვენს პარტნიორს ასიამოვნოთ, შეეხეთ მის ყველაზე მგრძნობიარე “სტრუნებს” და კიდევ ერთხელ უთხარით რომ გიყვართ. დამერწმუნეთ, შედეგი არ დააყოვნებს. | |
|
Всего комментариев: 0 | |