გთავაზობთ იმ საკითხების სიას, რომლის შესახებაც, ფსიქოლოგების აზრით, არავინ, ახლობელი ადამიანებიც კი არასოდეს გეტყვიან.
არასოდეს გეტყვიან, რომ
1- არასდორს გეტყვიან, რომ ქორწინება არ გიხსნით არც პრობლემებისგან, არც სიცარიელისგან, არც მარტოობისგან. სხვა ადამიანი ვერ ამოავსებს შენს დეფექტს, პირიქით, ის მას ან გააძლიერებს ან გააშიშვლებს და მხოლოდ თქვენ მოგიწევთ მასთან გამკლავება.
2- არ გეტყვიან, რომ სწორი და საკუთარი თავის წინაშე პატიოსანი დამოკიდებულება იქნება თუკი არჩევ მარტო დარჩენას და არა შიშის გამო (რომ სხვა ვარიანტი აღარ იქნება) მთელი ცხოვრების გატარებას არასწორად შერჩეულ ადამიანთან.
3- ბავშვები _ ყოველთვის ბედნიერება არ არის. ეს არის _ პრობლემები, გამოუძინებლობა, სრული არქონა საკუთარი დროის, ხანდახან საკუთარი ცხოვრებისაც კი. თუ ამას აცნობიერებთ, მშვენიერი, მაგრამ თუ გაქვთ ილუზია, რომ დაბადებიდან ბავშვი თქვენს ცხოვრებას ვარდებით აავსებს, მაშინ კარგად დაფიქრდით, გიღირთ თუ არა საერთოდ შვილების ყოლა.
4 - ურთიერთობა _ ეს ორმხრივი პასუხისმგებლობაა და თუ ყველა თავის თავზე იქნება პასუხისმგებელი და არა პარტნიორის ნაცვლად, მაშინ ყველასთვის უფრო კომფორტული და უკეთესი იქნება.
5- ის ოჯახებში, რომლებსაც თქვენ იდეალურად მიიჩნევთ, თავისი პრობლემები და ბნელი მხარეები აქვთ. იდეალური ოჯახი არ არსებობს.
6- ყველა „მიყვარხარ“ სწრაფად სრულდება. თუ ისწავლით საუბარს, პატივისცემას, ერთმანეთზე ზრუნვას, მაშინ ძალიან კარგი, შეგიძლიათ ურთიერთობაში ყოფნაც, სხვა შემთხვევაში იქნებ არც ღირდეს.
7- წყვილების უმრავლესობა სექსის თაობაზე ერთმანეთს ატყუებენ. სინამდვილეში წყვილების უმეტესობა დაუკმაყოფილებლები და გაღიზიანებულები დადიან. ისწავლეთ პატიოსნად ლაპარაკი თქვენს სექსუალურ სურვილებზე.
8- თუ ურთიერთობის დასაწყისშივე არაფერი გაქვთ საერთო თქვენს პარტნიორთან, ნაკლებად რომ ის მომავალში გაგიჩნდეთ. ამიტომ დროის გასვლის შემდეგ არ ღირს წუწუნი, თავიდანვე ხედავდით ვის ირჩევდით.
9- ისწავლეთ თქვენი შეცდომების აღიარება. თუ გააცნობიერეთ რომ არჩევანში შეცდით და თქვენს გვერდით თქვენი ადამიანი არაა, მაშინ წადით. არ ღირს თავის მოტყუება.
10- ხალხი არ იცვლება. ისინი, უბრალოდ, დროთა განმავლობაში უფრო იხსნებიან და იხსნიან ნიღბებს. თქვენ თქვენი სიყვარულით ვერასდროს და ვერავის ვერ შეცვლით. თუ ადამიანი თავად გადაწყვეტს, რომ თქვენ ფასეული ხართ მისთვის და თქვენს გამო ცხოვრების შეცვლა ღირს _ ეს მისი არჩევანია. ხოლო, თუ თქვენს თავზე აიღეთ კეთილი ჯადოქრის როლი, მაშინ იდიოტი ხართ.
11- არც ერთი სულიერი პრაქტიკა არ გიხსნით რეალური პრობლემებისაგან. ის, რომ მათი დანახვა შეწყვიტეთ, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გაქრა. ამიტომ თქვენი ობიექტურ რეალური პრობლემები გადაწყვიტეთ ამ რეალობაში და კონკრეტული მოქმედებებით.
12- არ იცხოვროთ სხვების რჩევებით და არ შემოუშვათ ისინი თქვენს შიგანაგან სამყაროში. „სამზარეულოს ფსიქოლოგია“ კარგია დაძაბულობის მოსახსნელად, მაგრამ ძალიან ცუდია, ეფექტური რეკომენდაციების თვალსაზრისით.
13- მამაკაცებთან უერთიერთობა მარტივია: მათ მხარი უნდა დაუჭირო, მოუსმინო, აჭამო, მისცე და არ წაართვა მათი ადგილი სახლში. ქალებთან უერთიერთბაც მარტივია: მათ უნდა ესაუბრო, მისცე დაცულობა და სიყვარულის გრძნობა. ყველასთან ურთიერთობა ადვილია, თუკი იქნები გულწრფელი და არ გენდომება ნებისმიერი გზით პარტნიორის გატეხვა.
14- ოჯახი და შვილები მაშინ უნდა იყოლიოთ, როცა გეცოდინებათ რაში გჭირდებათ ისინი. უცხო ხალხის რჩევები და საზოგადოებრივი მითითებები აქ არ მუშაობს.
15- თუკი შეგეშალათ _ აპატიეთ თქვენს თავს და გააგრძელეთ წინსვლა. ცხოვრება მეტისმეტად საინტერესო და მშვენიერია, იმისთვის რომ საკუთარი ხელით არ დაამსგავსოთ თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთს.
რას ფიქრობთ თქვენ? რომელ პუნქტს ეთანხმებით აქედან რომელს არა?
მოამზადა რია ლიდმა
|