Главная » 2018 » აგვისტო » 13 » როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი?
20:34
როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი?

როგორც ერთ-ერთი მულტიმილიონერი დავლატოვი იტყოდა, „თუ მიხვდით, რომ გჭირდებათ ფული, ესე იგი გჭირდებათ ფასეულობის შექმნა“.

ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში კარგად უნდა მიმოიხედოთ ირგვლივ. შეხედეთ და დაფიქრდით, ხალხის რომელი პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ, იქნებ მათთვის რაიმე მომსახურების გაწევა უფრო კარგად გამოგდით ან იქნებ რაიმე პროდუქტის წარმოება შეგიძლიათ?!

დაიწყეთ პატარით. ეცადეთ, გამომდინარეობდეთ ხალხის მოთხოვნებიდან. იცოდეთ ბაზარი და გახსოვდეთ, რომ ბაზრის ცენტრი ხალხია. უფრო პარტივად რომ ვთქვათ, ბაზარი _ ეს ხალხია. შეხედეთ, დააკვირდით, რა სჭირდება ხალხს, რა პროდუქტის მიღების ან მომსახურების გაწევისთვის არიან მზად რომ ფული გადაიხადონ. შეისწავლეთ და დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მიაწოდოთ მათ თქვენ ეს საჭიროებები. ანუ უნდა შექმნათ პროდუქტი, რომელსაც სიამოვნებით იყიდიან. მიაწოდეთ, დაამზადეთ ის, რასაც ეძებენ, რაც მათ სჭირდებათ. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც ხალხს ცხოვრებას შეუმსუბუქებს. თუ არ იცით ეს, ისწავლეთ.


 


გაიაზრეთ, რისი კეთება გამოგდით კარგად, რითი შოულობდით ფულს, რაში გაქვთ გამოცდილება. წარმატებული და გავლენიანი ბიზნესმენები იძლევიან რეკომენდაციას, რომ აკეთოთ ის საქმე, რომელიც კარგად გამოგდით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გახდეთ თქვენი საქმის პროფესიონალი, რადგან წარმატება სწორედ პროფესიონალიზმშია.     

ფიქრია ჭალიძე

Populars.ge

Категория: ბიზნესი | Просмотров: 1520 | Добавил: popularsge | Теги: ბიზნეს რჩევები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0