12:23 როგორ დავმალოთ სხეულის ნაკლი: რჩევები საშუალო სიმაღლის ქალებს | |
მოდელების შემყურე არ ღირს სასოწარკვეთილებას მივეცეთ. არც ბუნების უსამართლობაში დადანაშაულება იქნებოდა კარგი გამოსავალი. ალბათ, სჯობს, მოდელების შემყურე არ ღირს სასოწარკვეთილებას მივეცეთ. არც ბუნების უსამართლობაში დადანაშაულება იქნებოდა კარგი გამოსავალი. ალბათ, სჯობს, ამ პრობლემის გადაწყვეტა ტანსაცმლის სწორედ შერჩევით მოვსინჯოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ რამდენიმე სანტიმეტრით უფრო მაღალი და გამხდარი გამოჩნდებით. ეცადეთ არ გაზარდოთ წელის მოცულობა, ანუ წელზე არ შეიკრათ ქურქები და სვიტრები. ვინაიდან ეს თქვენ კიდევ უფრო ჩაფსკვნილსა და სავსეს გამოგაჩენთ. იმისათვის, რომ ფეხები საგრძნობლად გრძელი გამოჩნდეს, ატარეთ კლასიკური სტილის სწორი, გრძელი შარვალი და დახურული ფეხსაცმელი. ეს უკვე აპრობირებული მეთოდია. ფრთხილად მოეკიდეთ ფერების შერჩევასაც. უმჯობესია ჩაიცვათ სადად, ეცადეთ არ გამოიყენოთ ნაქსოვი სამოსი. არ ატაროთ თავისუფალი ტანსაცმელი ან სამოსი, რომელიც თქვენთვის ძალიან დიდი ან პატარაა. მინიატურული სხეულის აგებულების მქონე ქალბატონებმა ყველაზე კარგია იხმარონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. თუ მას გრძელ შარვალსაც შეუხამებთ, მაშინ ვეღარავინ შენიშნავს თქვენს პატარა სიმაღლეს. | |
|
Всего комментариев: 0 | |