13:41 როგორ გავაკეთოთ რემონტი ჩვენი ხელით? | |
დიდიხანია, რაც რემონტს გეგმავთ, მაგრამ არ იცით რითი და საიდან დაიწყოთ? მაშინ ეს რამდენიმე რჩევა სწორედ თქვენთვისაა. 1 ნაბიჯი: პირველ რიგში გჭირდებათ გეგმა. განსაზღვრეთ, რისი გაკეთება გსურთ, როგორი მოცულობის საქმე გელოდებათ წინ, რამდენი და როგორი სარემონტო მასალა დაგჭირდებათ და რა თანხა იქნება საჭირო ამ ყველფრისთვის. როცა შეარჩევთ ოთახს, საიდანაც რემონტს დაიწყებთ, გაიტანეთ ავეჯი, იატაკს გადააფარეთ რაიმე მტვრისგან დასაცავად და შემდეგ მოაძვრეთ კედელს ძველი საფარი. თუ ფანჯრების შეცვლასაც აპირებთ, ჯობს სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ჯერ ფანჯრების საკითხი მოაგვაროთ. 2 ნაბიჯი: ელექტროობა. დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტრო მავთულების ხარისხსა და მოხერხებულობას. თუ თქვენ ყველაფერი გაკმაყოფილებთ _ მშვენიერია, მაგრამ თუ მავთულების ან ჩამრთველ-გამომრთველების შეცვლა აუცილებელია, მაშინ ეს უკეთესია კედლის „გაშპაკვლამდე“ გააკეთოთ. ჯერ სწორედ „შტეფცელები“ მოაწესრიგეთ და შემდეგ დაიწყეთ კედლების გასწორება. 3 ნაბიჯი. ჭერი. ჭერის რემონტი _ სერიოზული საქმეა. ის შეგიძლიათ შეღებოთ, გააკეთოთ თქვენთვის სასურველი დეკორაცია, თაბარშირმუყაოს გამოყენებით თუ მის გარეშე. თუმცა, მონტაჟის დროს თაბაშირმუყაო ძალიან მოსახერხებელია, ის შეგიძლიათ შეღებოთ ნებისმიერი საღებავით და მის უკან შეგიძლიათ დამალოთ მავთულები. გარდა ამისა, თაბაშირმუყაო ეკოლოგიურია და შეუძლია კარგად უზრუნველყოს ხმის იზოლაცია. თუ თქვენ გადაჭიმული ჭერისკენ მიისწრაფით, მაშინ მის გასაკეთებლად პროფესიონალს მიმართოთ სჯობია. 4 ნაბიჯი: კარი. ახალი კარების დამონტაჟების დროც მოვიდა. მისი დამოუკიდებლად გაკეთება რთული არ არის. მეოთხე ეტაპად სწორედ კარის საკითხი მოაგვარეთ. 5 ნაბიჯი: იატაკი. თუ თქვენი იატაკი სრულიად გაკმაყოფილებთ, პრობლემაც არ არსებობს, მაგრამ თუ მისი შეცვლა გადაწყვიტეთ, მაშინ ამ ნაბიჯზე სწორედ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის შესრულების შემდეგ გადადით. მაგალითად, ლამინატი ძალიან სწრაფად და ადვილად იგება ერთი ადამიანის მიერაც კი, მაგრამ თუ პარკეტის დაგება გადაწყვიტეთ, არ აჩქარდეთ შპალერის მიწებებაში, რადგან ოთახში დიდი რაოდენობის მტვერი გარანტირებული გექნებათ. 6 ნაბიჯი: კედლები. მოვიდა დრო კედლების შეღებვისა ან შპალერის მიწებებისა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ სამუშაოს დაწყების წინ უნდა მოხსნათ ყველა დენის ჩამრთველ-გამომრთველი. 7 ნაბიჯი: პლინტუსი. ჭერი, კედლები, იატაკი და კარებები წესრიგშია. მაშასადამე ვიწყებთ დამათავრებელ ეტაპს _ პლინტუსების დაყენებას. დღესდღეობით გაყიდვაში ბევრი სხვადასხვანაირი თანამედროვე პლასტმასის პლინტუსებია, რომლებშიც ანტენების კაბელების ჩაყოლებაცაა შესაძლებელი. სასურველია ზუსტად ასეთი პლინტუსები დააყენოთ. 8 ნაბიჯი:
მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ | |
|
Всего комментариев: 0 | |