Главная » 2015 » ნოემბერი » 16 » როგორ გავშიფროთ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები
15:07
როგორ გავშიფროთ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები

საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების გასაშიფრად მარტივ არტთერაპიას გთავაზობთ. ამისათვის ქაღალდი და ფერადი ფანქრებია საჭირო.

დახატეთ წელიწადის ოთხივე დრო, მინდორი, კედელი, სახლი, სხვენი და სარდაფი. შემდეგ კი განვიხილოთ ნახატი:

წელიწადის დროები:
თუ კაშკაშა მზესა და მწვანე ფოთლებით შემოსილ ხეს დახატავთ, მშევნიერ განწყობილებაზე ხართ. საყვარელი ადამიანი გაღმერთებთ.
პეიზაჟზე ასახული შიშველი ხეები, წვიმა, ქარი, თოვლი თქვენს დაღლილობაზე, უნებისყოფობასა და დეპრესიაზე მიუთითებს.

მინდორი:
თუ მინდორზე ყვავილებს ხატავთ _ ცხოვრების დინებას მიჰყვებით, ხშირი და ხასხასა ბალახი თქვენს ძლიერ და ამავდროულად, ეგოისტურ ბუნებაზე მიუთითებს.

კედელი: 
თქვენს ცხოვრებისეულ წინაღობებზე მიუთითებს: 
მაღალი გალავანი _ჩაკეტილი პიროვნება ბრძანდებით და გიჭირთ დაგროვილი პრობლემების გადაჭრა. 
გისოსები _ სიძნელეებს არ ეპუებით. ნებისმიერი სიტუაციიდან ადვილად პოულობთ გამოსავალს; 
მდინარე ასახავს თქვენს წარმოსახვას ცხოვრებაზე;
განიერი, წყალუხვი მდინარე თქვენს გულუხვობასა და კეთილგანზრახვაზე მეტყველებს; 
რუ _ სათანადოდ არ აფასებთ საკუთარ ძალებს;

სახლი_ საკუთარი ადგილი საზოგადოებაში: 
პატარა, პრიმიტიული სახლი _ მცირედითაც კმაყოფილდებით. ყოველთვის კმაყოფილი ხართ მიღებული შედეგით. მეტის პრეტენზია არასდროს გაქვთ;
მდიდრული სახლი _ მატერიალური კეთილდღეობისთვის იბრძვით. გიყვართ და აფასებთ კომფორტს.

სხვენი, სარდაფი:
სარდაფი თქვენს სექსუალურობას ასახავს. თუ იგი ნივთიერებითაა გადატენილი, სექსუალურ ცხოვრებაში კრიზისი გაქვთ;
ავეჯი და სხვა გამოუყენებელი ნივთიერებით სავსე სხვენი მიუთითებს, რომ უინიციატივო პიროვნება ხართ.

Категория: ტესტები | Просмотров: 2019 | Добавил: popularsge | Теги: არტთერაპია საკუთარი თავის შესახებ | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar