Главная » 2016 » იანვარი » 3 » როგორ მოვსპოთ მტრები ისე, რომ ჩვენს ქომაგებად ვაქციოთ
23:19
როგორ მოვსპოთ მტრები ისე, რომ ჩვენს ქომაგებად ვაქციოთ

აბრაამ ლინკონს ვინმე ტესტნი აძაგებდა, მაგრამ როცა პრეზიდენტად აირჩიეს სამხედრო მინისტრად სწორედ ის მოძულე დანიშნა. თანამებრძოლები აღშფოთდნენ, _ ეტყობა, არ იცით, ტესტონი რასაც სჩადისო. ყველაფერი ვიცი, მაგრამ ამერიკელთაგან ყველაზე მეტად ის შეეფერება ამ თანამდებობასო, _ ამშვიდებდა მათ ლინკოლნი.

 
მართლაც, ტესტონი საუკეთესო მინისტრი და პრეზიდენტის ერთგული შეიქნა და ქვეყანას დიდი სამსახური გაუწია. 
როცა ლინკოლნი მოკლეს, ბევრი ბრწყინვალე სიტყვა ითქვა, მაგრამ ტესტონის გამოსათხოვარი განსაკუთრებული იყო. 
იგი იდგა იმ ადამიანის ცხედრის წინაშე, რომელიც ოდესღაც სძულდა და მწუხარებით თავი დაეხარა. 
ლინკოლნი დედამიწაზე უდიდესი ადამიანი იყო, იგი ახლა მარადისობას ეკუთვნის, _ თქვა ტესტონმა.

 
სიყვარული იყო ლინკოლნის ცხოვრების წესი. 
მე იმით ვსპობ მტრებს, რომ ჩემს მეგობრებად გადავაქცევო, _ ამბობდა ხოლმე პრეზიდენტი. 

 

Категория: რჩევები | Просмотров: 2108 | Добавил: popularsge | Теги: სამოტივაციო მასალები, აბრაამ ლინკოლნი | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar